„ტრანსფორდის“ ხელმძღვანელობამ მოსამართლის საქმიანობის შესწავლის მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
სამართალი - 15:24, 06 Nov, 2015     1822
დღეს მთავარ პროკურატურაში განცხადების შესატანად იმყოფებოდა კომპანია "ტრანსფორდის" დირექტორი აპოლონ ბჟალავა და ასევე საქმის ადვოკატი იოსებ ბარათაშვილი.

კომპანია "ტრანსფორდმა" საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი სულაკაძესთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურას და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსამართლის მართლზომიერი ქმედების შესწავლის მიზნით მიმართა.

როგორც კომპანიის ხელმძღვანელობა აცხადებს, მოსამართლემ უხეშად დაარღვია კანონი, ნაცვალდ იმისა, რომ საქმე დაქვემდებარებოდა ფოთის საქალაქო სასამართლოს განჩინებას საქმეთა გაერთიანების შესახებ და საქმე ფოთის საქალაქო სასამართლოში გადაეგზავნა, მოსამართლე კვლავ აგრძელებს საქმის განხილვას, რომელსაც ნომერიც არ გააჩნია. კომპანიის ხელმძღვანელობა და ადვოკატი აცხადებენ, რომ მოსამართლის მხრიდან ჩადენილია სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.

კომპანიის დირექტორის აპოლონ ბჟალავას განცხადებით, ისინი მიმართავენ მთავარ პროკურატურას, ასევე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შეისწავლონ "მოსამართლე გიორგი სულაკაძის არაკანონიერი ქმედება და მიიღონ შესაბამისი ზომები".

"სრულიად კურიოზულ ვითარებასთან გვაქვს საქმე ქართულ მართლმსაჯულების ისტორიაში, როდესაც მოსამართლე გაზრახ ხელს უშლის სხვა სასამართლო გადაწყვეტილებას, კერძოდ, ფოთის საქალაქო სასამართლომ სექტემბერში გამოიტანა განჩინება ორი საქმის გაერთიანების შესახებ. ერთი ექვემდებარებოდა ფოთის სასამართლოს, მეორე თბილისის საქალაქო სასამართლოს, უშუალოდ მოსამართლე გიორგი სულაკაძეს. ეს განჩინება არ საჩივრდება და აღსასრულებლად სავალდებულოა. მოსამართლე ვალდებული იყო, რომ მის წარმოებაში არსებული საქმე, რომელსაც ნომერი აღარ აქვს, ვინაიდან საქმე გაერთიანდა და ახალი ნომერი მიენიჭა, დაუყოვნებლივ გადაიგზავნოს ფოთის საქალაქო სასამართლოში. მიუხედავად ამისა, მოსამართლემ სრულიად გაუგებრად განაცხადა, რომ ის არ გააგზავნის საქმეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და თბილისის საქალაქო სასამართლოში კვლავ გააგრძელებს საქმის განხილვას. ეს არის სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის დარღვევა, რაც სასამართლო განჩინებისთვის ხელისშეშლას ითვალისწინებს. დამატებით მინდა აღვნიშნო, რომ ეს დავა მიმდინარეობს ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის დაქვემდებარებაში მყოფ კომპანიებსა და კომპანია "ტრანსფორდს" შორის, რომლის ინტერესებსაც მე ვიცავ.

აღსანიშნავია, რომ ყველა საქმე რომელთანაც დაკავშირებულია ბატონი ჩხარტიშვილი, რატომღაც განსახილველად მოსამართლე სულაკაძეს აქვს გადაცემული. ესეც ძალზე საინტერესო ფაქტია, იმის გამო, რომ მოსამართლე ხელს უშლის მეორე სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას. კომპანიის ხელმძღვანელობამ პროკურატურას განაცხადით მიმართა", - აღნიშნა ადვოკატმა იოსებ ბარათაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42