კომპანია „ტრანსფორდი“ მოსამართლე გიორგი სულაკაძესთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურას მიმართავს
სამართალი - 21:38, 05 Nov, 2015     2583

კომპანია „ტრანსფორდი“ საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი სულაკაძესთან დაკავშირებით ხვალ, 6 ნოემბერს, მთავარ პროკურატურას მიმართავს. როგორც კომპანიის დირექტორი აპოლონ ბჟალავა აცხადებს, მოსამართლემ უხეშად დაარღვია კანონი და ნაცვლად იმისა, რომ დაქვემდებარებოდა ფოთის საქალაქო სასამართლოს განჩინებას საქმეთა გაერთიანების შესახებ და საქმე ფოთის საქალაქო სასამართლოში გადაეგზავნა, კვლავ აგრძელებს საქმის განხილვას, რომელსაც ნომერი არ გააჩნია. შესაბამისად, ჩადენილი იქნა სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.

„ხვალ მივმართავთ მთავარ პროკურატურას, ვითხოვთ გამოძიებულ იქნას მოსამართლე გიორგი სულაკაძის მართლზომიერების საკითხი, გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მოსამართლის ობიექტურობის თაობაზე, რადგან მხოლოდ ეს მოსამართლე განიხილავს ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილთან დაკავშირებულ ყველა საქმეს“, – განაცხადა კომპანია „ტრანსფორდის“ დირექტორმა.

"ვიმედოვნებთ, მთავარი პროკურატურა შესაბამის ღონისძიებებს გაატარებენ და მოხდება სიმართლის გარკვევა და აღიკვეთება ის უკანონობა, რასაც მოსამართლე გიორგი სულაკაძე ჩადის“, – აღნიშნა ბჟალავამ.

ცნობისთვის, ივანე ჩხარტიშვილის დაქვემდებარებულმა კომპანიებმა – „ჯეესკომ“ და „პრომეტკო ჯორჯიამ“ ფოთის საზღვაო ნავსადგურისა და „ტრანსფორდის“ წინააღმდეგ ზიანის ანაზღაურების თაობაზე სასამართლოს 2014 წელს მიმართეს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42