შსს-მ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით ხუთი პირი დააკავა
სამართალი - 10:03, 05 Nov, 2015     1816
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და სენაკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღობის ბრალდებით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავა.
დაკავებულნი არიან: 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რევაზ ჩ, 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გიორგი ჩ, 1991 წელს დაბადებული ლევან ჯ, 1989 წელს დაბადებული ლაშა ჯ. და 1968 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი იმედა ტ. სენაკის რაიონის სოფელ ლეძაძამეში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები მიმდინარე წლის 20 სექტემბერს სენაკის რაიონის სოფელ ფოცხოში ყაჩაღურად თავს დაესხნენ გურამ შ-ს ოჯახს, საიდანაც 200 კგ თხილი, სხვადასხვა საოჯახო და პირადი ნივთები გაიტაცეს.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას, 2 ერთლულიანი გადაჭრილი თოფი ე.წ. „აბრეზი“ 10 საბრძოლო ვაზნით, რევოლვერი 5 საბრძოლო ვაზნით, „გოლდ სტარ 2002“-ის მოდელის პისტოლეტი 1 საბრძოლო ვაზნით და 4 ნიღაბი ამოიღეს.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით).





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42