გამოძიება არ იწყება, სანამ არ დგინდება ჩანაწერების ავთენტურობა და გავრცელების მიზნები - ზაზა ჭაია
სამართალი - 16:37, 04 Nov, 2015     1521
,,სამართალდამცავთა დაცვის ლიგის“ წევრი ზაზა ჭაია სატელეფონო ჩანაწერების გავრცელების ფაქტს და აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების საკითხს ეხმაურება.

ჭაია სოციალურ ქსელში წერს, რომ მანამ სანამ სახელმწიფოს სპეციალური სამსახური გამოძიებას დაიწყებდა უნდა დადგენილიყო ჩანაწერების ავთენტურობა, რომელსაც დაახლოებით 3-4 დღეს დასჭირდებოდა.

„საქართველოს და რუსეთის სპეციალური სამსახურების ინტერესების თანხვედრა!

1. სატელეფონო ფარული ჩანაწერები კეთდება მხოლოდ სახელმწიფოს სპეციალური სამსახურების მიერ.

2. სატელეფონო ფარული ჩანაწერების გაკეთება კერძო პირის მიერ გამორიცხულია, ამ ინტენსივობით და ამ სპეციფიკით.

3. სატელეფო ფარული ჩანაწერების გაკეთება, შეზღუდული სახით, კერძო პირის მიერ, უმალვე დგინდება სპეცსამსახურების ტექნიკური აღჭურვილობით.

4.სატელეფონო ფარული ჩანაწერები და მისი კრებსი, რომლებიც მოპოვებულია შსს–ს მიერ სასამართლო ბრძანებით, იდება სს. საქმეში და თუ არა შსს–ს მიერ მისი ოფიციალური გავრცელება, ის არ ხდება საზოგადოებისთვის საჯარო.

5.სატელეფონო ფარული ჩანაწერების არაკანონიერი დუბლირება, კოპირება და გავრცელება, ბუნებრივია დასაშვებია შსს–ს მიერაც, თუმცა ამ შემთხვევაში უმალვე დგინდება ქმედების განმახორციელებელ პირთა წრე.

6.სატელეფო ფარულ ჩანაწრებს შსს იყენებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მიყურადებაზე გაცემულია სასამართლოს ნებართვა და როცა ის მტკიცებულებად გამოდგება სს. საქმეში, სხვა შემთხვევაში ფარული ჩანაწერი პოლიციისთვის უსარგებლოა.

7. ფარული სატელეფონო ჩანაწრების გავრცელება, რომლის წარმოშობა და ავთენტურობა ბუნდოვანია, ყოველთვის კეთდება სპეციალური სამსახურების მიერ, შემდეგი მიზნის მისაღწევად: საზოგადოებრივი აზრის შექმნა, პირის ან პირთა ჯგუფის კომპრომეტაცია.

8. სპეცსამსახურების მიერ გავრცელებული ფარული სატელეფონო ჩანაწერების წარმოშობის გარკვევა, მიღებული პრაქტიკით დგინდება ტექნიკური აღჭურვილობით, მიღებული ოპერატიული ინფორმაციით და გათვლით, თუ ვის ან რა მიზანს ემსახურება ის.

9. არც ართი სახელმწიფოს სპეციალური სამსახური, თუ სიღრმისეულად არ ადგენს ფარული სატელეფონო ჩანაწერების წარმოშობას, ავთენტურობას და გავრცელების მიზნებს, არ იწყებს ღია გამოძიებას, რომ არ დააზიანოს სახელმწიფოს უსაფრთხოების ინტერესები!".- განმარტავს ჭაია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42