როგორც „ნიპოსტს“ ახალგაზრდამ განუცხადა, მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე დააკავეს.
- როდის მოხდა თქვენი დაკავება, რას გედავებოდნენ პოლიციელები?
- 27 ოქტომბერს დამაკავეს სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე. თურქეთში გადასვლას ვაპირებდი, იქ სამუშაო მელოდებოდა. ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ჩამსვეს პოლიციის მანქანაში და ქობულეთის სამმართველოში მიმიყვანეს. 6 საათის განმავლობაში არავინ იცოდა ჩემი ადგილსამყოფელის შესახხებ, არც დარეკვის საშუალებას მაძლევდნენ.
ყაჩაღობის შესახებ მეკითხებოდნენ, აზრზე არ ვიყავი მომხდარის შესახებ, პოლიციელები კი ითხიოვდნენ დანაშაული საკუთარ თავზე ამეღო.
- რა მოხდა განყოფილებაში?
- პოლიციელებმა ირაკლი შაქარიშვილმა, პაატა ირემაძემ და ბუტა ანთაძემ ფიზიკური შეურაცყოფა მომაყენეს. ოთახში 15 - მდე ადამიანი იმყოფებოდა ყველა მათგანი უმოწყალოდ მცემდა. პოლიციელები ბოთლს მირტყამდნენ, მე და ჩემს ოჯახს უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდნენ. მემუქრებდნენ, რომ ჩემს ძმას წამლით გაუვსებდმენ ჯიბეებს და გვერდით მომისვამდნენ. პოლიციის თანამშრომელმა შაქარიშვილმა "მომკლა" ცემაში, მაგინებდა, ბუტა ანთაძემ კი შარვალი გამხადა და გაუპატიურებით მემუქრებოდა, მაცივრიდან გამოღებულ ცივ წყალს მასხამდნენ. სახეში მაფურთხებდნენ და წიხლს მარტყამდნენ თავის არეში. საბოლოოდ რომ ვერაფერს გახდნენ, თავზე რაღაც ჩამომაფარეს ირაკლი შაქარიშვილმა მილეწა მთელი ოთახი დაამტვრია კომპიუტერები. საბოლოოდ წინააღმდეგობის გაწევა და ქონების დაზიანება „შემტენეს“. თითქოს მე მიუვარდი საამართველოს შენობაში, ვცემე პოლიციელები და დავაზიანე ინვენტარი.
- წარსულში გქონდათ თუ არა პოლიციელებთან შეხება, ნასამართლევი თუ ხართ?
- არასდროს მქონია შეხება პოლიციელებთან, არც ნასამართლევი ვარ, საქართველოში სამსახურის დაწყება როგორ ჭირს ეს ჩემზე კარგად იცით, ამიტომ ახლობლებთან მივდიოდი თურქეთი, რომ ისევ ჩემს ოჯახს დავხმარებოდი. პოლიციელებმა კი უდანაშაულო კაცი უმოწყალოდ მცემეს, დამამტვრიეს ძვლებში. ყველაზე მეტად ირაკლი შაქარიშვილი აქტიურობდა.
- "მოძალადე" პოლიციელებს იცნობდით?
- ბუტა ანთაძე ჩემი სოფლიდანაა, მიუხედავად ამისა, ისიც უმოწყალოდ მცემდა. ირაკლი შიქარიშვილის სახელი გაგონილი მქონდა. ქობულეთში ბევრი ახალგაზრდა გაუმწარებია ამ უკანასკნელს. მისი შიშით ახალგაზრდები ღამის საათებში სახლიდან არ გამოდიან. ჩემი ცემის პარალელურად სცემეს ბესო მახარაძე. მასაც ყაჩაღობის საკუთარ თავზე აღებას სთხოვდნენ. სამი დღე მაყურყუტეს განყოიფილებაში შემდეგ კი 3 000 ლარიანი გირაო შემიფარდეს, რომლის გადახდის საშუალება არ მაქვს და არც ვაპირებ გადავიხადო, რადგან მე დანაშაული არ ჩამიდენია.
- კონკრეტულად რა დანაშაულის აღიარებას მოითხოვდნენ პოლიციელები?
- ქობულეთის რაიონში სოფელ გვარანში ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს. ამის შესახებ მეც მას შემდეგ გავიგე რაც პოლიციელებმა სასტიკად მცემეს.
- რა არის თქვენი მთავარი მოთხოვნა და თუ მიმართეთ არასამთვრობო სექტორს დახმარების თხოვნით?
- თქვენი მედიის საშუალებით მივმართავ ყველას, მინდა მოძალადე პოლიციელები კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯონ. ამასთამ მინდა გირაო მომიხსნან, რადგან მე უდანაშაულო ვარ. 3 000 ლარი შემოსავალი რომ მქონოდა თურქეთში ფიზიკურ სამუშაოს არ დავთანხმდებოდი.
„ნიუპოსტი“ ინციდენტის გადასამოწმებლად შს სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ქობულეთის პოლიციის რაიონული სამმართველო იძიებდა ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეს. გამოძიების პროცესში, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, საჭირო გახდა რევაზ ტ.-ს მოწმის სახით დაკითხვა.
როგორც უწყებაში აცხადებენ, სამართალდამცველებისთვის ცნობილი გახდა, რომ რევაზ ტ. იმყოფებოდა სარფის საბაჟო გამშვებ პუქნტში და აპირებდა საზღვრის გადაკვეთას.
"მოწმის სტატუსით დაკითხვის პროცესის დაწყებისთანავე, რევაზ ტ. გახდა აგრესიული იმ გამომძიებლის მიმართ, რომელიც მას ჰკითხავდა, მიაყენა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაამტვრია გამომძიებლის კუთვნილი კომპიუტერი. ხმაურზე ოთახში შემოსულ პოლიციის ორ თანამშრომელს რევაზ ტ.-მ ასევე მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეუარცხყოფა, რის შემდეგაც იგი სსკ-ს 353-ედა 187-ემუხლების თანახმად დააკავეს. რევაზ ტ.-ს ჩაუტარდა ნარკოლოგიური ექსპერტიზა და დაუდგინდა ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი" - აცხადებენ შს სამინისტროში.
რაც შეეხება რევაზ ტაკიძის მიერ ნახსენებ პირებს, მღებრიშვილის უწყებაში ირწმუნებიან, რომ ისინი ინცინდენტის დროს პოლიციის შენობაში საერთოდ არ იმყოფებოდნენ.
როგორც "ნიუპოსტს" სამინისტროში განუცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ბრალდებულის ადვოკატის მიმართვის საფუძველზე, დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება.
რევაზ ტაკიძეს შსს გენერალურ ინსპექციაში ხვალ ელოდებიან.
დავით ჯაბაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






