პროკურატურა ჯოკია ბოდოკიას საქმეზე განცხადებას ავრცელებს
სამართალი - 14:51, 04 Nov, 2015     1033
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე ბრალდებული, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის აპარატის უფროსი ჯოკია ბოდოკია დამნაშავედ სცნო და 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სასამართლოში საქმის განხილვის პროცესში დაიკითხა ბრალდების მხარის 19 მოწმე, გამოკვლეული იქნა წერილობითი მტკიცებულებები, ასევე გამოკვლეული იქნა აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, რომელთა ანალიზით უტყუარად დადგინდა, რომ, 2015 წლის თებერვლის დასაწყისში ჯოკია ბოდოკიას დაუკავშირდა შპს „დარიოუშის“ წარმომადგენელი ნათია მახარაშვილი, რომელმაც სთხოვა კონსულტაციის გაწევა ქ.თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩა #32-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე სასტუმროს მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით.
ჯოკია ბოდოკია ნათია მახარაშვილს დაპირდა, რომ თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით დაეხმარებოდა სასტუმროს მშენებლობის ნებართვის მიღებაში, შესაბამისი ნებართვის გარეშე ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე სადემონტაჟო სამუშაოების შესრულებაში და შენობის ექსპლუატაციაში შესვლამდე, მშენებლობის პროცესში წარმოშობილ საკითხებთან დაკავშირებით გაუწევდა სამსახურებრივ მფარველობას, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით საერთო ჯამში მოსთხოვა 181 500 აშშ დოლარი.
2015 წლის 11 თებერვალს კაფე „დავიდოვში“ ჯოკია ბოდოკიამ ნათია მახარაშვილს გამოართვა ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 50 000 აშშ დოლარი, რა დროსაც დაკავებული იქნა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ. მას ბრალდება წარედგინა საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე,, ქვეპუნქტით.
ჯოკია ბოდოკიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება და სხვა პირთა ბრალეულობის დადგენის შემთხვევაში მოხდება შესაბამისი რეაგირება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42