საქართველოს მოქალაქემ „HONDA SUISAN CO LTD"-ს თანამშრომლებს 1 130 401 აშშ დოლარი მოტყუებით გადმოარიცხინა
სამართალი - 13:35, 04 Nov, 2015     9742

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 1 130 401 აშშ დოლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დამნაშავედ სცნო ერთი პირი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით.

საქართველოს მთავარ პროკურატურას დაუკავშირდნენ იაპონური კომპანიის „HONDA SUISAN CO LTD“-ის წარმომადგენლები, რომელთაც განაცხადეს, რომ ელექტრონული ფოსტის გატეხვის შედეგად, მათივე კომპანიის ანგარიშიდან, უცხო პირების მიერ მოტყუებით საქართველოში არსებული ერთ-ერთი კომპანიის ანგარიშზე გადაირიცხა დიდი ოდენობით ფულადი თანხები.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო თაღლითობის ფაქტზე. დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქე გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად ელექტრონული ფოსტის მეშვეობით დაუკავშირდა იაპონური კომპანიის წარმომადგენლებს მათივე ბიზნეს-პარტნიორის სახელით და საქართველოში ერთ-ერთ საბანკო ანგარიშზე მოტყუებით გადმოარიცხინა 1 130 401 აშშ დოლარი.

ჩატარებული გამოძიების შედეგად პროკურატურამ დააკავა დანაშაულის ჩამდენი პირი, დაყადაღებული იქნა დანაშაულებრივი გზით დაუფლებული თანხა 1 130 401 აშშ დოლარი. შესაბამისად, ბრალდებულს არ მიეცა თაღლითურად დაუფლებული თანხების განკარგვის შესაძლებლობა და დროულად იქნა აღკვეთილი ხსენებული დიდი ოდენობით თანხების შემდგომი ლეგალიზაციის საფრთხე.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაზარალებულს სრულად დაუბრუნა თაღლითობის შედეგად ბრალდებულის მიერ მისაკუთრებული თანხა.

საქართველოს პროკურატურა არ დატოვებს სამართლებრივი რეაგირების გარეშე არც ერთ მსგავს ფაქტს და ყოველთვის უზრუნველყოფს, როგორც საქართველოს მოქალაქეების, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეების კანონიერი ინტერესების დაცვას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42