როგორც ბიბილაშვილმა გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ განაცხადა, ისინი განაჩენს გაასაჩივრებენ.
„მოხდა ის რასაც ველოდით. დღეს გაფორმდა ივანიშვილის ბნელი, ევრაზიული ტიპის დიქტატურა, რომელსაც საფუძვლად უსამართლობა და უკანონობა უდევს. ეს არის ძალადობა სასამართლოს ხელით. თამაზ ურთმელიძე, იმისთვის რაც დღეს გააკეთა პასუხს აგებს. გამოაშკარავდება მალე ის, რომ მასსა და ხელისუფლებას შორის იყო კავშირი იმისთვის, რომ ეს შედეგი დამდგარიყო. მოხდა ის, რასაც ვწინასწარმეტყველებდით. ის 5 მოთხოვნა არ დააკმაყოფილდა, რადგან ამის ინტერესი მხარის მიერ არ არსებობდა და მოხდა იმ გარიგებების გაბათილება, რომლითაც ხალვაშმა თავისი წილი გაყიდა 10 წლის წინ. დღევანდელი მესაკუთრეები რომლებსაც მასთან არანაირი კავშირი არ ჰქონიათ ამოიშალნენ რეესტრიდან და მოხდა ხალვაშის გაფორმება, როგორც მესაკუთრის. ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ. გამოვიყენებთ ყველა პროცედურულ ნორას, რომ ეს სიბნელე და უკანონობა დავამარცხოთ“, - აღნიშნა ბიბილაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






