რატომ ითხოვენ მოსამართლე სულაკაძის საქმის შესწავლას პროკურატურაში და რა კავშირშია ის ვანო ჩხარტიშვილთან
სამართალი - 17:01, 03 Nov, 2015     3338
მოსამართლე გიორგი სულაკაძის ქმედების მართლზომიერების საკითხის შესწავლის მიზნით უახლოეს დღეებში იუსტიციის უმაღლეს საბჭოსსა და მთავარ პროკურატურას მიმართავენ, - ამის შესახებ ,,ნიუპოსტს“ ადვოკატმა იოსებ ბარათაშვილმა განუცხადა.

„გამიჭირდება თქმა, რა მეთოდით ხვდება მოსამართლე გიორგი სულაკაძესთან ყველა ის საქმე, რომელშიც ამა თუ იმ ფორმით მოქალაქე ვანო ჩხარტიშვილი ფიგურირებს, მაგრამ ფაქტი სახეზეა, მე შემიძლია ეს საქმეები ჩამოვთავალო: ფოთის წისქვილქარხანა, რომელიც მიმართულია „ტრანსფორდის“, „პორტლენდისა“ და „აგრიკომის“ წინააღმდეგ, მეორე სარჩელი არის „ჯეესკოს“ და „პრომედკოს“ სარჩელი; გარკვეულ შემთხვევებში კომპანია „ტრანსფორდის“ და ფოთის საზღვაო ნავსადგურის წინააღმდეგ. ფაქტია, რომ კანონდარღვევასაც არ აერიდებიან, იმისათვის რომ სარჩელი გიორგი სულაკაძესთან მოხვდეს. გეტყვით, რას ვგულისხმობ: გასულ წელს „ჯეესკომ“ თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა, რომელიც განსახილვევლად გიორგი სულაკაძეს გადაეცა, მერე ისე მოხდა, რომ „ჯეესკოს“ სარჩელი დააზუსტა და კომპანია „პრომედკოს“ სახელით ითხოვდა. ბუნებრივია, მოსამართლეს სარჩელი საერთოდ არ უნდა მიეღო წარმოებაში. მიუხედავად იმისა, მოსამართლე გიორგი სულაკაძემ, საკუთარი განჩინებით, საქმეში სრულიად უკანონოდ შემოიყვანა „პრომედკო“. ეს მანიპულაცია ცხადია, იმ მიზანს ემსახურებოდა, რომ ყველა ეს საქმე გიორგი სულაკაძესთან მოხვედრილიყო. მეტიც, ფოთში ანალოგიური სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა. 2015 წლის 29 სექტემბერს ფოთის საქალაქო სასამართლომ განჩინება გამოიტანა, რომლითაც ფოთის საქალაქო სასამართლოში და გიორგი სულაკაძის მიერ წარმოებული საქმეები გაერთიანდა. ამ საქმეს ახალი ნომერი მიენიჭა და ფოთის საქალაქო სასამართლოს დაექვემდებარა.

მიუხედავად იმისა, რომ გიორგი სულაკაძეს დაუყონებლივ უნდა გადაეგზავნა ეს საქმე ფოთის საქალაქო სასამართლოში, მან ფოთში გადაგზავნაზე უარი განაცხადა და იმ საქმის განხილვა გააგრძელა, რომელსაც ნომერიც კი არ გააჩნია. ორი პროცესი გაიმართა, პირველი 8 ოქტომბერს. ამ პროცესზე მოსამართლემ განაცხადა, რომ მას სურს მხარეებს, – ფოთის საზღვაო ნავსადგურსა და კომპანია „ტრანსფორდის“ წარმომადგენლებს მოუსმინოს ფოთის სასამართლოს განჩინებასთან დაკავშირებით. ამის უფლება მას, ცხადია, არ ჰქონდა. მოსარჩელის წარმოამდგენელმა, რომელიც იმავდროულად არის ვანო ჩხარტიშვილის წარმომადგენელი განაცხადა, რომ ის არ ეთანხმება ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რაც საერთოდ არაფერ შუაშია. ეთანხმება თუ არ ეთანხმება, ამ ეტაპზე ფოთის საქალაქო სასამართლოს განჩინება არ საჩივრდება, იგი საჩივრდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს. და ისიც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.

გიორგი სულაკაძემ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ფუნქციებიც შეითავსა და განაცხადა, რომ მიუხედავად განჩინებისა, ის საქმის განხილვას აგრძელებს. როდესაც ჩვენ მისი აცილების საკითხი დავაყენეთ, სულაკაძემ გვითხრა, რომ ამ საკითხს ღიად ტოვებს და 26 ოქტომბერს დაუბრუნდება. 26 ოქტომბერს სხდომა მოსამართლემ სასამართლო სხდომა გააგრძელა და განაცხადა, რომ საქმეს ფოთში არ აგზავნის, რაზეც მე მას ვუთხარი, რომ ეს არა მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის უხეში დარღვევაა, არამედ სისხლის სამართლის კოდექსის 381–ე მუხლით ჩადენილი დანაშაულიც არის, ესაა ერთ–ერთი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ხელის შეშლა – მოსამართლე გიორგი სულაკაძე შეგნებულად უშლის ხელს ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას. არ აგზავნის საქმეს და ფოთის სასამართლო ვერ აგრძელებს საქმის განხილვას. ამის შემდეგ მან სხდომა 10 ნოემბრისთვის გადადო.

ასევე ჩემი მარწმუნებლები უახლოეს დღეებში მიმართავენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოსსა და მთავარ პროკურატურას, რათა შესწავლილი იქნეს მოსამართლე სულაკაძის ქმედების მართლზომიერების საკითხი“, - აცხადებს ადვოკატი იოსებ ბარათაშვილი.

ცნობისთვის ივანე ჩხარტიშვილის დაქვემდებარებულმა კომპანიებმა – „ჯეესკომ“ და „პრომედკომ“ სასამართლოს 2014 წელს მიმართეს, ფოთის საზღვაო ნავსადგურისა და „ტრანსფორდის“ წინააღმდეგ ზიანის ანაზღაურების თაობაზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42