"დავა თავისუფალი სიტყვის გაჩერებისთვის" - მხარეთა რეპლიკები და დეტალები სასამართლო დარბაზიდან
სამართალი - 15:47, 03 Nov, 2015     1332

თბილისის საქალაქო სასამართლო კვლავ მედიის ყურადღების ქვეშ რჩება. ზუსტად საათ ნახევარში გახდება ცნობილი დააკმაყოფილებს თუ არა მოსამართლე ურთმელიძე საქმეს სახელწოდებით, „ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ".

სანამ მოსამართლე სათათბიროდ გავიდოდა, დარბაზში მხარეებმა ერთმანეთის რეპლიკებს უპასუხეს.

ქიბარ ხალვაშის ადვოკატები ირწმუნებიან, რომ ხალვაში სიტყვის თავისუფლებას საფრთხეს არ უქმნის და „რუსთავი 2“-ის მუშაობას ხელი არც აქამდე და არც შემდეგ შეეშლება.

როგორც ადვოკატმა სალიამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის მიუღებელია დაცვის მხარის განცხადებები, რომლის მიხედვით არსებობს უკანონო კომუნკაციები პოლიტიკურ წრეებთან.

სალიამ მოუწოდა „რუსთვი 2“-ის ადვოკატებს თავი შეიკაონ პოლიტიკური განცხადებებისგან.

„ჩვენ აქ ვიხილავთ სამართლებრივ დავას. პოლიტიკური განცხადებები სასამართლოში არ უნდა იხილებოდეს. ჩვენ საქმეში არსებულ მტკიცებლებებზე უნდა ვიმსჯელოთ. მხარე აპელირებს იმ მტკიცებულებებზე, რომელიც საქმეში დართული საერთოდ არ არის. გთხოვთ მიიღოთ ობიექტური გადაწყვეტილება“, - მიმართა სალიამ მოსამართლე ურთმელიძეს.

რაც შეეხება კახა მჭედლიძის გამოსვლას, მასაც როგორც სხვებს მოსამართლე ურთმელიძემ რეპლიკისთვის 10 წუთი გამოუყო.

აღნიშნული დრო ადვოკატმა „რუსთავი 2“-ის ადვოკატების განცხადებების „აბსურდულობის“ დამტკიცებას დაუთმო.

მან სიტყვით გამოსვლისას ინტერნეტსივრცეში გავრცელებული აუდიოჩანაწერებზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ „რუსთავი 2“-ის გენდირექტორი დავალებებს იღებს ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლებისგან.

„გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ბატონი ნიკა გვარამია დავალებებს იღებს არა ძმებ ყარამანაშვილებისგან, არამედ ხელსუფლების ყოფილი წარმომადგენლებისგან“, - აღნიშნა ქიბარ ხალვაშის ინტერესების დამცველმა.

რაც შეეხება „რუსთავი 2“-ის ადვოკატებს, ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით, არის მცდელობა მედია ბაზრის გასუფთავების და კრიტიკული აზრის ჩახშობის.

„მოსარჩელე მხარე ირწმუნება, რომ ქონებრივი ინტერესი არ გააჩნია. შესაბამისად, მათთვის მთავარია გააჩერონ კრიტიკული აზრი. მათ არ აინტერესებთ იქნება თუ არა კომპანია მომგებიანი“, - განაცხადა ბიბილაშვილმა, რომელმაც მოსამართლე თამაზ ურთმელიძეს სთხოვა, რომ სამართლიანობის მხარეს დადგეს და დაივიწყოს თუნდაც მისი დამოკიდებულება ამ ტელეკომპანიის მიმართ.

რაც შეეხება თამთა დემურაშვილს, მან მოსამართლეს მიმართა და თქვა, რომ ეს არის დავა თავისუფალი სიტყვის გაჩერებისთვის და მას საერთო არ აქვს სამართლებრივ დავასთან.

„მე მჯერა, რომ ადამიანურად ძალიან გიჭირთ. ის, რაც აქ ხდება ყველას სტრესის ქვეშ გვამყოფებს. მჯერა, რომ არ ხართ ცუდი პიროვნება, მაგრამ ნუ გახდებით უკანონო გადაწყვეტილების გამომტანი. იხელმძღვანელეთ სამართლის პრინციპებით“, - მიმართა დემურაშვილმა მოსამართლეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42