„გამოძიების დეტალებთან დაკავშირებით ვერ ვისაუბ, რადგან ადევს გრიფი საიდუმლო. კომიკური სიტუაციაა, რომელიც ემსახურება ჩემს პიროვნულ დისკრედიტაციას, ვფიქრობ ეს არის სხვადასხვა საუბრების მიქსი და კოლაჟი, ასეთი კონკრეტული შინაარსის ლაპარაკი ამ ადამიანთან, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან არ მახსენდება“- განაცხადა სოფო ნიჟარაძემ.
სოფო ნიჟარაძის დაკითხვაზე დაბარებას კომიკურს უწოდებს მისი ადვოკატი ბექა ბასილაიაც, რომლის თქმით სასცენო არტისტის სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე დაკითხვა ამ გამოძიებას მარგინალურს ხდის.
„სისტემასთან დაკავშირებით არის პრობლემა. ადამიანის უფლებების, ფუნდამენტური უფლებების, დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე იკითხება ადამიანი და სახელმწიფოს არ აინტერესებს ფარული მიყურადების ჩამდენი პირების გამოვლენა და დასჯა. ეს არის პრობლემა“, - განაცხადა ბასილაიამ.
შეგახსენებთ, სოფო ნიჟარაძის დაკითხვა 315-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოხდა. გუშინ უკრაინულ საიტზე გავრცელდა მომღერალ სოფო ნიჟარაძის და ოდესის გუბერნატორის ფარული აუდიოჩანაწერი, რომელის ავთენტიკურობა ჯერჯერობით დადგენილი არაა, სადაც მიხეილ სააკაშვილი ნიჟარაძეს, "რუსთავი2"-ის გარშემო მიმდინარე მოვლენების პარალელურად ქვეყანაში პროცესების განვითარების შესაძლო სცენარზე ესაუბრებოდა.
მასალის გამოყენების პირობები






