გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ყოფილი მთავარი ბუღალტერის თამარ ფხოველიშვილის ინფორმაციით, კომპანიის ყოფილ ხელმძღვანელს არჩილ ცაბუტაშვილს დანაშაულებრივი სქემის განხორციელების დროს „მწვანე შუქი ზვიად ჯანყარაშვილმა აუნთო“.
ამის შესახებ ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე დაკითხვისას განაცხადა და თავი დამნაშავედ ნაწილობრივ ცნო. მისი თქმით, დანაშაული მან კომპანიის დირექტორთან
„კომპანიისფინანსურმა დირექტორმა, კახა სოლოღაშვილმა მოამზადა სქემა, რომლის მიხედვითაც, გარკვეული თანხები იმ ანგარიშზე უნდა გადარიცხულიყო, რომელიც კომპანიას აღარ ეკუთვნოდა. როგორც ცაბუტაშვილმა მითხრა გადარიცხული თანხების 20% ჩემი იქნებოდა, 80% კი მისი. კომპანიიდან მითვისებული 3 მილიონამდე ლარიდან 1 700 000 ლარი ცაბუტაშვილმა დახარჯა. ჩემს შვილს იმ დროს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა. მე და ცბუტაშვილი 30 წელია, ვმეგობრობთ და ვიცი, რომ ჯანყარაშვილი მისი მეგობარი, ბავშვის ნათლია და მეჯვარეა. ცაბუტაშვილმა როდესაც სქემაზე მესაუბრებოდა, მითხრა, რომ მწვანე შუქი გვაქვს ანთებული და ვერავინ ვერაფერს გვეტყვისო", - განაცხადა ფხოველიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






