როგორც სალიამ ივანიშვილ-ოქრუაშვილის დაკითხვაზე დაბარების კომენტირებისას განაცხადა, საქართველოს ექსპრემიერს „რუსთავი 2“-ის საქმესთან შემხებლობა არ აქვს.
რაც შეეხება თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ადვოკატის ინფორმაციით, საქმეში მისი გვარი ფიგურირებს, თუმცა „რუსთავი 2“-ის ადვოკატებმა მისი დაკითხვა სათანადოდ არ ჩათვალეს, როცა საამართლოში მტკიცებულებების თაობაზე მიმდინარეობდა მსჯელობა.
როგორც სალია ამბობს, დღეს საქმეზე ახალი მტკიცებულებების დაშვება ან დამატებითი მოწმეების დაკითხვა შეუძლებელია.
„რუსთავი 2“-ის ადვოკატები ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ. როცა ჩვენ მოვითხოვეთ მოწმეების დაკითხვა, ამბობდნენ, რომ მტკიცებულებების დადასტურება მოწმეთა ჩვენებებით შეუძლებელი იყო. ამ დროს, დღეს უნდა მოიყვანონ ოქრუაშვილი მოწმედ, რომ თითქოს მან მისცა ხალვაშს ფული და არსებობს რაღაც ხელშეკრულება. მსგავსი ხელშეკრულება არ არსებობს, არანაირ ფულის მიცემის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით მიმდინარე არანაირი პროცედურაში ოქრუაშვილს მონაწილეობა არ მიუღია. ოქრუაშვილის შესახებ რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, როცა დაცვის მხარემ კიდევ ერთხელ მოითხოვა მოსამართლის აცილება. ივანიშვილს რაც შეეხება მხარემ წარადგინა ვიდეომასალა, რომელიც 2-3 წლის წინანდელია, რომელიც ამტკიცებს, რომ თურმე რახან „იუთუბიზე“ გუშინ აიტვირთა, უნდა მოხდეს ივანიშვილის დაკითხვა. ეს არის მცდელობა სასამართლო პროცესების პოლიტიზირების. რა უნდა დადასტუროს ივანიშვილმა, რომელსაც არანაირი შეხება არ ჰქონია ქიბარ ხალვაშთან იმ პერიოდში“, - განაცხადა სალიამ.
მასალის გამოყენების პირობები






