მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ „რუსთავი 2“-ის ადვოკატების შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა.
გადაწყვეტილება ურთმელიძემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
დაცვის მხარემ დღევანდელ პროცესზე ორი შუამდგომლობა დააყენა.
„რუსთავი 2“-ის ადვოკატები საქმეში ახალი მტკიცებულებების დართვას ითხოვენ. კერძოდ, ქიბარ ხალვაშის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმოწერას და ასევე გაკოტრების საქმის დოკუმენტებს.
მოსარჩელე მხარე „რუსთავი 2“-ის ადვოკატებს საქმის მიზანმიმართულ გაჭიანურების მცდელობაში ადანაშაულებს.
პაატა სალიას თქმით, ტელეკომპანიას ამ შუამდგომლობის დაყენება რამდენიმე დღის წინაც შეეძლო.
როგორც სალია ამბობს, დღეს ახალი მტკიცებულებების დართვა სამართლებრივად შეუძლებელია და ამას ტელეკომპანიის ადვოკატები იმიტომ აკეთებენ, რომ სასამართლო და მოსამართლე მიკერძოებულობაში დაადანაშაულონ.
"რუსთავი 2"-ის პროცესი 11:00 საათიდან მიმდინარეობს. პროცესზე მხარეები საპაექრო სიტყვით წარსდგებიან. საქმეზე განაჩენი შესაძლოა დღეს გამოცხადდეს.
მასალის გამოყენების პირობები






