დაცვის მხარემ სასამართლოზე ორი შუამდგომლობა დააყენა.
„რუსთავი 2“-ის ადვოკატები საქმეში ახალი მტკიცებულებების დართვას ითხოვენ. კერძოდ, ქიბარ ხალვაშის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმოწერას და ასევე გაკოტრების საქმის დოკუმენტებს.
მოსარჩელე მხარე „რუსთავი 2“-ის ადვოკატებს საქმის მიზანმიმართულ გაჭიანურების მცდელობაში ადანაშაულებს.
პაატა სალიას თქმით, ტელეკომპანიას ამ შუამდგომლობის დაყენება რამდენიმე დღის წინაც შეეძლო.
როგორც სალია ამბობს, დღეს ახალი მტკიცებულებების დართვა სამართლებრივად შეუძლებელია და ამას ტელეკომპანიის ადვოკატები იმიტომ აკეთებენ, რომ სასამართლო და მოსამართლე მიკერძოებულობაში დაადანაშაულონ.
რაც შეეხება „რუსთავი 2“-ის ადვოკატების პოზიციას, ისინი აცხადებენ, რომ ხალვაშმა ამ მიმოწერით დაადასტურა, რომ დოკუმენტაციაზე ხელი არა 2004-ში, არამედ 2015 წელს მოეწერა.
როგორც „ნიუპოსტის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ამ წუთებში პროცესზე შესვენება გამოცხადდა, რის შემდეგაც გახდება ცნობილი დაკმაყოფილდება თუ არა ადვოკატების შუამდგომლობა.
მასალის გამოყენების პირობები






