პოლიციელებმა მოქალაქე სცემეს - ომბუდსმენი მთავარ პროკურორს მიმართავს
სამართალი - 11:23, 02 Nov, 2015     2779
საქართველოს სახალხო დამცველმა ბრალდებულ ო.რ.–ს მიმართ განხორციელებული შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების დაწყების წინადადებით საქართველოს მთავარ პროკურორს მიმართა.

ამის შესახებ ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისისა და მცხეთა–მთიანეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსებულმა ბრალდებულმა ო.რ.მ 2015 წლის 15 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებს განუცხადა, რომ იგი 2015 წლის 13 ოქტომბერს, დილით დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩასვეს ავტომანქანაში და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

დროებითი მოთავსების იზოლატორში შედგენილი გარეგნული დათვალიერების ოქმის თანახმად, ო.რ.–ს აღენიშნებოდა „მარცხენა თვალბუდის არე მცირედ შეშუპებული, მარჯვნივ ზურგზე და ფერდქვეშ არეში ექსკორიაცია. მისი გადმოცემით, დაზიანებები მიიღო დაკავებისას.“

საქართველოს სახალხო დამცველის მიიჩნევს, რომ დაკავებული პირის ნებისმიერი განცხადება/ინფორმაცია, რომლის თანახმად, მის მიმართ სამართალდამცავების მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალადობას, წარმოშობს სახელმწიფოს ვალდებულებას – დაიწყოს გამოძიება. ამასთან, სახელმწიფოს ვალდებულება – დანაშაულის ფაქტზე (მათ შორის, პოლიციელის მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში) განახორციელოს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება: ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება, აუცილებლად გულისხმობს და მოიცავს მის ინსტიტუციურ და პრაქტიკულ დამოუკიდებლობას“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42