31 ოქტომბერს, 6:30 საათზე ქალაქის ერთ-ერთი წყალსაცავის კედელი ჩამოირღვა, რომლითაც 3.5 ტონა წყალი ქალაქს მიეწოდებოდა. შედეგად, წყლის ძლიერმა ნაკადმა გაგრა თითქმის დაფარა.
რეზერვუარი მთებში, აფსხა ლეონას ქუჩის მაღლა მდებარეობს.
გავრცელებული ინფორმაციით, მოსახლეობაში მსხვერპლი არ არის, თუმცა დატბორილია ათობით სახლი, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, რკინიგზის სადგური, განადგურებულია ინფრასტრუქტურა, ხეები და მანქანები.
სტიქიის ზონებში დროებით შეწყვეტილია ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება, შეჩერებულია საავტომობილო მოძრაობაც.
გავრცელებული ცნობით, ამ დროისთვის რკინიგზა გაწმენდილია და მატარებლების მოძრაობაც აღდგა.
გაგრის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ბესლან ბარციცის განცხადებით, შემთხვევის შედეგად მიყენებული ზუსტი ზარალის დადგენა მიმდინარეობს, თუმცა სავარაუდოდ ზიანი დიდი იქნება.
ქალაქს წყლის მიწოდება უახლოეს დღეებში აღუდგება. მანამ კი მოსახლეობა წყალს სარეზერვო წყალსაცავიდან მიიღებს.
მისივე თქმით, ავარიის მიზეზების დასადგენად სპეციალური კომისია უკვე შექმნილია.






მასალის გამოყენების პირობები






