„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას თქმით, გამოძიებამ მისი და მიხეილ სააკაშვილის საუბარს არასწორი ინტერპრეტაცია მისცა.
ამის შესახებ გვარამიამ დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, თუმცა დაკითხვის დეტალებზე არ ისაუბრა.
მისი თქმით, ამის მიზეზი ის არის, რომ საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს.
„შეკითხვებს ვერ გავამხელ, რადგან საქმე გრიფით საიდუმლოა და გაგვაფრთხილეს, რომ ამასთან დაკავშირებით ზოგადად ვისაუბროთ. მთავარი პრობლემა, რაც აქვს გამოძიებას ეს არის მიხეილ სააკაშვილთან ჩემი საუბრის არასწორი ინტერპრეტაცია. როგორც ჩანს ტერმინები ყურს ძალიან ჭრით. მაგალითად, როგორიცაა ბოევიკი და რევოლუციური სცენარი. შესაძლოა, ეს მართლაც ეხამუშება ყურს, მაგრამ თავისთავად ცხადია, რომ აქ არავინ გულისხმობს სახელმწიფო გადატრიალებას. საუბარია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაცვაზე ანუ ქმედებაზე, რომელიც რეაქციულია თავისი ხასიათით. ჩვენ არც ბარიკატები გვაქვს ეზოებში, არც ბოევიკები გვყავს ეზოში დასაცავად. ჩვენ ვმუშაობთ ისე, როგორც საჭიროდ ვთვლით. ბოლომდე დავიცავთ სიტყვის თავისუფლებას“, - განაცხადა გვარამიამ.
მასალის გამოყენების პირობები






