როგორც "ნიუპოსტის" კორესპოდენტი ადგილიდან იტყობინება, განაჩენით კმაყოფილი არცერთი მხარე არ არის.
მოსამართლის გადაწყვტეილებით, ირაკლი ფირცხალავას 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა ამნისტიის შედეგად მას 12 წლამდე შეუმცირდა. 12 წელი მიესაჯა გიორგი ცააძესაც. რაც შეეხება გრიგოლ ნაკანს, მას 333 -ე მუხლის მესამე ნაწილს ედავებოდნენ, რის საფუძველზეც 8 წლით მიესაჯა , თუმცა ამ შემთხვევაშიც ამნისტიის შედეგად სასჯელი 6 წლამდე შეუმცირდა.
რაც შეეხება ლევან ბეროძეს, ის გასამართლებულია 369-ე მუხლის მესახე ნაწილით. ბეროძეს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა ამნისტიის გათვალისწინებით მას ციხეში 3 წლის გატარება მოუწევს. კიდევ ერთ ყოფილ მაღალჩინოსანს, გრიგოლ კვინიკაძეს, 6 წელი მიესაჯა, თუმცა ამნისტიის შედეგად ციხეში 4 წლისა და 6 თვის გატარება მოუწევს.
ე.წ. "კორტების სპეცოპერაციის" საქმის დასრულების შემდეგ, მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ ვაზაგაშვილის ოჯახის წარმომადგენლებს.
მათი კომენტარი რეპლიკით შემოიფარგლა, რომ მოსამართლემ არაადეკავატური გადაწყვეტილება მიიღო და ისინი უმაღლეს სასჯელს მოელოდნენ.
"მკვლელები ბევრად მკაცრი სასჯელით უნდა გასამართლებულიყვნენ" - აღნიშნა ვაზაგაშვილის დამ.
რაც შეეხება გასამართლებულების ოჯახის წევრებს, მათ ისინი გმირებად მოიხსენიებენ და სასამართლოს მიკერძებულობაში ადანაშაულებენ.
მასალის გამოყენების პირობები






