"ნინო ჯღარკავამ თბილისის პროკურატურას მიმართა განცხადებით, რომელშიც მიუთითა, რომ "რუსთავის 2"-ით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომელიც მასსა და ვლადიმერ ბედუკაძეს შორის სოციალური ქსელით განხორციელებულ მიმოწერას ეხებოდა. მისი თქმით, ეს მიმოწერა იყო გაყალბებული. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით თბილისის პროკურატურაში მიმდინარეობს განცხადებაში მითითებული გარემოებების შესწავლა იმის დასადგენად არსებობს თუ არა დანაშაულის ნიშნები. ამ მიზნით იქნა ბედუკაძე დაბარებული დაკითხვაზე", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
დაკითხვის დეტალებზე ისაუბრა ელისო კილაძემ და აღნიშნა, რომ მეორედ მას უკვე ლადო ბედუკაძესთან დაკავშირებით მოუწევს მისვლა.
„გამოკითხვა ჯღარკავასა და ბედუკაძის მიმოწერას ეხებოდა, რომელიც განსხვავებულ აქცენტებში გამოქვეყნდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მე რა შეხება მქონდა, არ ვიცი, იმიტომ, რომ ეს მიმოწერა მე არ მეკუთვნოდა. იმდენად არასერიოზულად ვუყურებ ნინო ჯღარკავას პერსონას, რომ მასთან დაკავშირებულ მიმოწერებს არც ვინახავდი არ მიმაჩნდა, რომ რომელიმე საგაზეთო მასალაში უნდა გამომეყენებინა,“-განაცხადა ელისო კილაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






