საქალაქო სასამართლოში "რუსთავი 2"-ის საქმეზე მსჯელობა დღეს განახლდება. პროცესი 11:00 საათზეა ჩანიშნული. დაცვის მხარე საპაექრო სიტყვისთვის ემზადება, რის შემდეგაც მოსამართლე თამაზ ურთმელიძე გადაწყვეტილების მისაღებად გავა.
შეგახსენებთ, „რუსთავი 2“-ის საქმეზე პროცესი გუშინ დილის 10:00 საათიდან მიმდინარეობდა. პროცესზე მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ არ დააკმაყოფილა „რუსთავი 2“-ის ადვოკატების შუამდგომლობა საქმიდან რამდენიმე მტკიცებულების ამოღების შესახებ. დაცვის მხარე ითხოვდა, რომ მტკიცებულებათა ნუსხიდან ექსპერტ შოთა ივანაშვილის დასკვნა ამოეღოთ.
დაცვის მხარემ ასევე დააყენა მოსამართლის აცილების შუამდგომლობა, რომელიც თამაზ ურთმელიძემ არც კი განიხილა. ამის მიზეზად მოსამართლემ ის ფაქტი დაასახელა, რომ აღნიშნული შუამდგომლობა ადვოკატება უკვე ბევრჯერ დააყენეს.
მასალის გამოყენების პირობები






