საქალაქო სასამართლოში „რუსთავი 2“-ის საქმეზე პროცესი ხვალ, 11:00 საათზე განახლდება.
ამის შესახებ „ნიუპოსტის“ კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება.
ხვალინდელ სხდომაზე მხარეები დასკვნით სიტყვას იტყვიან, რის შემდეგაც მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად გავა.
შეგახსენებთ, „რუსთავი 2“-ის საქმეზე პროცესი 10:00 საათიდან მიმდინარეობდა. დღევანდელ პროცესზე მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ არ დააკმაყოფილა „რუსთავი 2“-ის ადვოკატების შუამდგომლობა საქმიდან რამდენიმე მტკიცებულების ამოღების შესახებ. დაცვის მხარე ითხოვდა, რომ მტკიცებულებათა ნუსხიდან ექსპერტ შოთა ივანაშვილის დასკვნა ამოეღოთ.
დაცვის მხარემ ასევე დააყენა მოსამართლის აცილების შუამდგომლობა, რომელიც თამაზ ურთმელიძემ არც კი განიხილა. ამის მიზეზად მოსამართლემ ის ფაქტი დაასახელა, რომ აღნიშნული შუამდგომლობა ადვოკატება უკვე ბევრჯერ დააყენეს.
მასალის გამოყენების პირობები






