მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ არ დააკმაყოფილა „რუსთავი 2“-ის ადვოკატების შუამდგომლობა საქმიდან რამდენიმე მტკიცებულების ამოღების შესახებ. დაცვის მხარე ითხოვდა, რომ მტკიცებულებათა ნუსხიდან ექსპერტ შოთა ივანაშვილის დასკვნა ამოეღოთ.
როგორც „ნიუპოსტის“ კორესპონდენტი საქალაქო სასამართლოდან იტყობინება დაცვის მხარემ ასევე დააყენა მოსამართლის აცილების შუამდგომლობა, რომელიც თამაზ ურთმელიძემ არც კი განიხილა. ამის მიზეზად მოსამართლემ ის ფაქტი დაასახელა, რომ აღნიშნული შუამდგომლობა ადვოკატება უკვე ბევრჯერ დააყენეს.
მოსამართლის გადაწყვეტილებებს პროცესზე ხმაური მოჰყვა. ტელეკომპანია საქართველოს იურისტმა მიმდინარე სხდომას "ფარსი" უწოდა.
"თქვენ არ გვისმენთ ჩვენ რას ვსაუბრობთ და სამაგიეროდ გჯერათ თაღლითი ექსპერტის განცხადებების" - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.
„რუსთავი 2“-ის იუსრისტმა თამთა დემურაშვილმა კი მოსამართლე თამაზ ურთმელიძე სასამართლოს დისკრედიტაციაში დაადანაშაულა.
შეგახსენებთ, „რუსთავი 2“-ის საქმეზე პროცესი 10:00 საათიდან მიმდინარეობს. სხდომაზე ცოტა ხნის წინ შესვენება გამოცხადდა. არსებობს ვარაუდი, რომ საქმეზე განაჩენი დღეს გამოვიდეს.
მასალის გამოყენების პირობები






