"რა ღირს თქვენი მიკროფონი?" - სალიამ არ იცის რას ნიშნავს ტერმინი "საორიენტაციო ფასი"
სამართალი - 13:42, 28 Oct, 2015     3783
ქიბარ ხალავშის ადვოკატს პაატა სალიას საქმეზე დაკითხული ექსპერტის შოთა ივანაშვილის კვალიფიციურობაში ეჭვი არ ეპარება.

ამის შესახებ სალიამ საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ჟურნალისტებმა სალიას ჰკითხეს „რუსთავი 2“-ის იურისტების ინფორმაციის შესახებაც, რომლის მიხედვით, დოკუმენტი ემყარება იმ ინფორმაციას, რომელზე ხელმომწერი პირიც არ მუშაობდა „რუსთავი 2“-ში.

„ბუნებრივია, ჩვენ და „რუსთავი 2“-ის ადვოკატები სხვადასხვა პოიზციაზე ვართ. წარმოვადგენთ მოწინააღმდეგე მხარეს. „რუსთავი 2“ ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ დასკვნა არასათანადოდაა შედეგნილი. ექსპერტს არაერთი შეკითხვა დაუსვეს, ერთი და იგივე შეკითხვა. თუმცა ივანაშვილმა ამომწურავად უპასუხა მოპასუხე მხარეს“, - განაცხადა სალიამ.

მისი თქმით, შემდეგი ეტაპი იქნება მხარეთა პაექრობა და მხოლოდ იქ დააფიქსირებს თავის პოზიციას ქიბარ ხალვაშის მხარე.

კითხვაზე, რას ნიშნავს საორინეტაციო ფასი, სალია ამბობს, რომ ეს ტერმინი მისთვისაც უცნობია.

„საორინეტაციო ფასი - ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო პრაქტიკაში არის თუ არა მსგავსი ტერმინი, ამას ვერ გეტყვით. მე არ ვარ ამის სპეციალისტი. საბაზრო ფასის ზუსტი განსაზღვრა ყოველთვის რთულია. უძრავი-მოძრავი ქონება რამდენი შეიძლება ღირდეს, ზუსტი ციფრის დადგენა ყოველთვის რთულია. ექსპერტის კვალიფიციურობას რაც შეეხება მას აქვს შესაბამისი სერთიფიკატი“, -ამბობს სალია.

კითხვაზე, რატომ ვერ დაასახელა ექსპერტმა კონკრეტული ფასი თუ რა ღიდრა „რუსთავი 2“-ის ქონება იმ პერიოდში რა პერიოდშიც ხალვაში დაობს სალიამ თქვა, რომ დასკვნაში მითითებულია კონკრეტული ფასი.

თუმცა ჟურნალისტის კითხვაზე რა ციფრზეა საუბარი, ადვოკატმა განაცხადა:

„რა ღირს თქვენი მიკროფონი? ზუსტი ციფრი დამისახელეთ. დასკვნაში საორიენტაციიო ფასი განისაზღვრა. ანუ ეს არის დაახლოებით ის ფასი, რა ფასიც იყო ბაზარზე იმ პერიოდში. ანუ სანამ თქვენ არ გაყიდით მიკროფონს არ იცით ზუსტი ფასი. შეგიძლიათ მხოლოდ თქვათ, რომ საორინეტაციო ფასი“, - განაცხადა სალიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42