სისხლის სამართლის საბჭოს სხდომაზე სასამართლოში საქმეთა ელექტრონული განაწილების საკითხზე იმსჯელეს
სამართალი - 17:23, 24 Oct, 2015     1004
იუსტიციის მინისტრის მოწვევით, იუსტიციის სახლში სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.
სხდომას საკოორდინაციო საბჭოს წევრები; აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, არასამთავრობო და ადგილობრივი და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სხდომას საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უძღვებოდა. საბჭოს მუშაობაში მონაწილეობდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე. დღევანდელი საბჭოს სხდომა ღია იყო დაინტერესებული მოსამართლეებისთვის.

სხდომაზე ისაუბრეს, რამდენად მზადაა სასამართლო სისტემა საქმეთა ელექტრონული განაწილების წესის პრაქტიკაში დანერგვისათვის. როგორც ცნობილია, 19 ოქტომბერს იუსტიციის მინისტრი მოსამართლეთა კორპუსს შეხვდა, სადაც აღინიშნა, რომ სასამართლო სისტემა მზად არ არის, პირველი იანვრიდან საქმეთა ელექტრონული განაწილების პრინციპით იმუშაოს. იუსტიციის მინისტრის შეთავაზებითა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანხმობით სისხლის სამართლის საბჭოს სხდომა მხოლოდ ამ ერთ საკითხს მიეძღვნა. დისკუსიას მოსამართლეთა კორპუსიც ესწრებოდა. უზენაესმა სასამართლომ წარმოადგინა თავისი ხედვა, როგორ უნდა მოხდეს სისტემის მოწყობა, თავისი მოსაზრებები გამოთქვეს მოსამართლეებმა.
იუსტიციის მინისტრის თხოვნით, ყველა მხარე წარმოადგენს თავის მოსაზრებებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იმუშაოს სისტემამ. გამოთქმულ მოსაზრებებზე დაყრდნობით გადაწყდა, რომ უნდა შეიქმნას კონცეფცია იმისა, თუ როგორია ზუსტი დავალება, შემდეგ უკვე ამ დავალების მიხედვით ტექნიკურ დონეზე დაიწეროს პროგრამა, მოხდეს სისტემის სატესტო რეჟიმში გაშვება და ბოლოს საყოველთაო იმპლემენტაცია.

პირველ ეტაპზე შეიქმნება სამუშაო ჯგუფი მოსამართლეების, ადვოკატების, პარლამენტის წევრებისა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებისაგან, რომელიც შეიმუშავებს პროგრამის ტექნიკურ პრინციპებს. ეს სამუშაო ერთი კვირის ვადაში უნდა შესრულდეს.

„ჩვენ დეტალურად გავიარეთ ეს საკითხი. თუმცა, პრინციპი, რომ სასამართლოში საქმეთა ელექტრონული განაწილება უნდა მოხდეს, რომელიც ჩვენი მართლმსაჯულების სისტემაში გამორიცხავს ყველანაირ კორუფციას და პიროვნულ მიდგომებს; გამორიცხავს თავმჯდომარეების მხრიდან ერთპიროვნულ გადაწყვეტას, ვის მისცენ ესა თუ ის კომპლექსური ან პოლიტიკურად სენსიტიური საქმე განსახილველად“, − განაცხადა თეა წულუკიანმა მოსამართლეთა კორპუსთან შეხვედრაზე.

სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისი საბჭო უფლებამოსილია, შეიმუშაოს და განახორციელოს სისხლის სამართლის რეფორმა საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, ასევე, კოორდინაცია გაუწიოს სისხლის სამართლის სფეროში უწყებათაშორის საქმიანობას. საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში შედიან როგორც სამთავრობო უწყებების, ისე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42