გამოძალვის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით 5 პირი დააკავეს
სამართალი - 09:33, 24 Oct, 2015     1462
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: აზერბაიჯანის რესპუბლიკის ორი მოქალაქე - 1976 წელს დაბადებული მუბარიზ ბ. და 1984 წელს დაბადებული ფარიზ ჰ. და საქართველოს სამი მოქალაქე: 1988 წელს დაბადებული ვლადიმერ ჯ, 1983 წელს დაბადებული ვუკარ კ. და 1988 წელს დაბადებული რომან ზ. ორგანიზებული ჯგუფის მიერ გამოძალვის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, რუსთავში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით, ფულის გამოძალვის მიზნით, დაგეგმეს და თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს რუსეთის ფედერაციის 2 მოქალაქეს. რუსეთიდან საქართველოში ნათესავის ქორწილში სტუმრად ჩამოსული ბიზნესმენები უზეირ ს. და მახირ ა. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს რამდენიმე დღის განმავლობაში უკანონოდ ჰყავდათ ჩაკეტილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ გამოსასყიდ თანხას ითხოვდნენ.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის ხუთივე წევრი დააკავეს. პოლიციამ გამოსასყიდი თანხის ნაწილი - 5 700 ამერიკული დოლარი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის და ორგანიზებული ჯგუფის მიერ სხვა დანაშაულის დაფარვის გაადვილების მიზნით ორი ან მეტი პირის მიმართ სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ და „ე“ ქვეპუქტებით, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42