ბრიუსელში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. საქართველოს მოქალაქე მამაკაცმა ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე მისი მეუღლე ხ.ტ სასიკვდილოდ დაჭრა. როგორც გარდაცვლილის ოჯახის ახლობელმა „ნიუპოსტთან“ საუბარში აღნიშნა, ბრალებული გაწონასწორებული პირი იყო და მისთვის უცნობია, თუ რა შეიძლება გამხდარიყო ცოლის მკვლელობის მიზეზი. მისი განცხადებით, მკვლელობის დროს მშობლებთან ერთად სახლში მხოლოდ ბავშვები იმყოფებოდნენ.
„ვერ გეტყვით რას შეიძლება უკავშირდებოდეს მომხდარი. ბრალდებული ძალიან გაწონასწორებული ადამიანი იყო, კარგი ოჯახი ჰქონდათ. რაზე მოუვიდათ კამათი და რა გახდა ცოლის მკვლელობის მიზეზი, ჩემთვის უცნობია. ბრალდებული პოლიციას საკუთარი ნებით ჩაბარდა. მათი შვილები ახლა ფსიქოლოგთან არიან. ძალიან რთულ მდგომარეობაში იმყოფებიან. დეტალებს აღარ ვეკითხები, არ მინდა ტკივილი განუახლო. ფაქტს შეესწრნენ. როგორც ვიცი, ბავშვები ერთ ოთახში იყვნენ და მეორე ოთახში მკვლელობა მოხდა, ხმაურზე შევიდნენ და საზარელი ფაქტი დაინახეს. სასწრაფოშიც მათ დარეკეს. გარდაცვლილს ჭრილობა მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული, მას გულ-მკერდის არეში არტერია ჰქონდა გადაჭრილი, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გოგო 17 წლის არის, ბიჭი 14-ის, ასევე მცირეწლოვანი ჰყავთ, რომელსაც შემთხვევის დროს ეძინა“, - განაცხადა გარდაცვლილის ახლობელმა.
მისი თქმით, გადმოსვენების საკითხი ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არ არის.
„ბავშვები ამბობენ, რომ ბელგიაში გვინდა დავკრძალოთო. არ ვიცით ჯერ როგორ იქნება“, - ამბობს გარდაცვლილის ახლობელი „ნიუპოსტთან“ საუბარში.
დიასპორა ბელგიაში მცხოვრებ თანამემანმულეებს არასრულწლოვანების დახმარებისკენ მოუწოდებს.
მასალის გამოყენების პირობები






