„რუსთავი2“-ის გენერალურმა დირექტორმა შესაძლოა პროკურატურას დაზარალებულად ცნობის თაობაზე მიმართოს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ნიკა გვარამიას ადვოკატმა ლევან ვეფხვაძემ განუცხადა, რომელიც მის დაცვის ქვეშ მყოფთან ერთად პროკურატურაში იმყოფებოდა.
„ალბათ პროკურატურას მივმართავთ დაზარალებულად ცნობის თაობაზე და მოგვეცემა საშუალება გავეცნოთ საქმის მასალებს, რა მასალებს მოიპოვებს პროკურატურა", - აღნიშნა ვეფხვაძემ.
შეგახსენებთ, ნიკა გვარამიამ პროკურატურა ცოტა ხნის წინ დატოვა. საგამოძიებო უწყება მას დაახლოებით 2 საათის განმავლობაში კითხავდა. გვარამიამ პროკურატურას ინფორმაცია მიაწოდა იმ ადამიანის შესახებ, ვინც მას „ხელისუფლების მუქარის“ შესახებ ინფორმაცია მიწოდა. პროკურატურამ დაკითხვის დეტალებთან დაკავშირებით განცხადებაც გაავრცელა, საიდანა ირკვევა, რომ შუამავალი მთავრობასა და „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორს შორის ალექსი ახვლედიანი იყო.
მასალის გამოყენების პირობები






