10 წუთში შეცვლილი გადაწყვეტილება და "უმუშევრობის გამო დაკავებული ახალგაზრდა"
სამართალი - 20:49, 20 Oct, 2015     3099
23 წლის მსახიობს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ პატიმრობა 10 წუთში მიუსაჯა. ირაკლი რამიშვილს გამოძიება ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვას ედავება.

სასამართლო დარბაზში განსასჯელმა თქვა რომ ე.წ ბიო პოლიციამ ჩაუდო. რამიშვილის ადვოკატის თქმით, ამის დამადასტურებელი ფაქტები არსებობს.

როგორც გაირკვა, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო რამიშვილს საქალაქო სასამართლომ 7 000 - იანი გირაო შეუფარდა, თუმცა მსახიობის მიმართ დამდგარი განაჩენი ზუსტად ერთ კვირაში, მოსამართლე სპარტაკ პავლიაშვილის ახალი განაჩენით შეიცვალა.
აღსანიშნავია, რომ დრეს მიღებულ გადაწყვეტილებას დაკავებულის ადვოკატი ვეღარ გაასაჩივრებს.

ახალგაზრდა სასამრთლო დარბაზშივე დააკავეს და საპატიმრო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
მოსამართლემ მკაცრი განაჩენის მიზეზად განსასჯელის უმუშევრობა და რამიშვილის პირობითი მსჯავრის ქვეშ ყოფნა დაასახელა.

თავად მსახიობი პროცესზე მოსამართლის დარწმუნებას იმაში რომ მისი დაკავება უკანონოდ ოხდა რამდენიმე წუთი ცდილობდა.

"მითხრეს, რომ პირობითი გაქვსო, ამოიღეს ბიო დამანახეს და დამიდეს, შენიაო განმიცხადეს"- თქვა 23 წის მსახიობმა.

იგივეს ამბობს დაკავებულის ადვოკატი მიხეილ რამიშვილიც, მისი თქმით, პოლიციამ ახალგაზრდას "ჭკვიანად მოქცევა ურჩია".

ადვოკატი ამბობს, რომ მოსამართლემ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ სასჯელის სახით პატიმრობა იმიტომ გამოიყენა, რომ მსახიობი ამჯერად დაუსაქმებელია.

პროკურატურის წარმომადგენლის განცხადებით, კი რამიშვილისთვის ნარკოტიკული საშუალების ჩადების ფაქტი არ დასტურდება.

შვილის დაკავების შესახებ კომენტარი გააკეთა სოფიო ჩხენკელმა მისი თქმით, ირაკლი რამიშვილი პოლიციამ 13 ოქტომბერს დააკავა.

როგორც ჩხენკელი ამბობს, სახლში ჩხერეკაზე მისულმა პოლიციელებმა თქვეს რომ ახალგაზრდა პოლიციისთვის წინააღმდეგობის ბრალდებით დააკავეს, მოგვიანებით კი ეს ვერსია არაერთხელ შეიცვალა.
"ვთვლი, რომ რახან იარაღი ვერ უპოვეს სახლში, შემდეგ ჩაუდეს ნარკოტიკი" - ამბობს დაკავებულის დედა.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42