„რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლე თამაზ ურთმელიძე დედამისთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და ამბობს, რომ ის სამართლებრივი პროცედურებიდან დისტანცირებულია.
ამის შესახებ ურთმელიძემ საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განაცხადა.
„ქალბატონი დინარა გიორგობიანი არ ითვლება ჩემი ოჯახის წევრად. თავიდანვე ამ სამართლებრივ პროცედურებთან დისტანცირებული ვიყავი. მე არ გახლავართ სისხლის სამართლის სპეციალისტი. მივიღე ინფორმაცია ადვოკატისგან, რომ საქმე იყო მსუბუქი კატეგორიის. სილაქაძის პერმანენტული შეურაცხყოფების ნიადაგზე მოხდა აფექტური ქცევა და ეს პროცესი უახლოეს ხანებში უნდა დასრულებულიყო. საქმე გადაცემულია სასამართლოს. მიმდინარე დავა კერძო სუბიექტებს ეხება. პროკურატურა ამაში ჩართული არ არის, შესაბამისად მოსამართლის მიბმა ქრთამის აღებასთან გაუგებარია“, - განაცხადა ურთმელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






