"არავინ არ არის დასახელებული ეჭვმიტანილად"- ფატუ ბენსუდა მიუკერძოებელი გამოძიების პირობას დებს
სამართალი - 19:34, 16 Oct, 2015     2108
ჰააგის სასამართლოს პროკურორის განცხადებით საერთაშორისო სასამართლოს ერთადერთი მიზანია, წერტილი დაუსვას დაუსჯელობას მსოფლიოში ჩადენილი უმძიმესი დანაშაულის გამო, როგორიც არის გენოციდი, ომის დანაშაული და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულები. ამასთან დაკავშირებით ფატუ ბენსუდამ სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

პროკურორის თქმით, თუ მას გამოძიების დაწყების ნებართვა მიეცა, მისი მიზანი იქნება, რომ პასუხისმგებლობის წინაშე ყველა ის ადამიანი დააყენოს, ვისაც პასუხისმგებლობა ეკისრებათ.

„თუ მე მომცეს გამოძიების დაწყების ნებართვა, ჩვენი მიზდამოანი იქნება პასუხისმგებლობის წინაშე დავაყენოთ ყველა ის პიროვნება - ვინც უნდა იყოს, რომელსაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ეკისრება. ჩვენ გვაქვს ეს ვალდებულება დაზარალებულების მიმართ. ჩვენ მას შევასრულებთ მკაცრად და ვიქნებით დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი“, - განაცხადა ფატუ ბენსუდამ.

პროკურორის თქმით ჯერჯერობით ეჭვმიტანილებად დასახელებული არავინაა და ეს მხოლოდ გამოძიების შედეგად უნდა მოხდეს.

„გამოძიება ახლა არ მინდინარეობს. შეტანილი გვაქვს შუამდგომლობა გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით. არავინ არ არის დასახელებული ეჭვმიტანილად. ეს უნდა მოხდეს მხოლოდ გამოძიების შედეგად. ამ პირებზე საუბარი საერთოდ არ არის, რადგან ველოდები გამოძიების ნებართვას“, - განაცხადა ფატუ ბენსუდამ.

ფატუ ბენსუდას განცხადებით, სასამართლო დაიცავს იმ მოწმეთა უსაფრთხოებას, რომელთაც პროკურორი გამოძიების ეტაპზე გამოიყენებს. ამის შესახებ ბენსუდამ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

„ჩვენ უკვე ვფიქრობთ იმ კონკრეტულ მექანიზმზე, თუ როგორ დავიცავთ იმ მოწმეებს, ვისთანაც გვექნება კონტაქტი. ჩვენ უნდა შევაფასოთ, რომელ მოწმეს რა დახმარება სჭირდება. სხვადასხვა მექანიმზი შეიძლება იყოს. ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური მექამიზმი არის მოწმის საცხოვრებელი ადგილის შეცვლა. რომელ მოწმესთანაც გვექნება კონტაქტი, იმ მოწმეს დავიცავთ“, - განაცხადა ბენსუდამ.

ამასთანავე პროკურორი ვერ აკონკრეტებს, თუ თუ როდის შეიძლება, საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეთა პალატამ მისცეს ნებართვა, აგვისტოს ომის გამოძიებაზე და ნებართვის მიღების შემდეგ რამდენ ხანს გასტანს გამოძიების პროცესი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42