რა გახდა გამოძიებაში ჰააგის სასამართლოს ჩართვის მიზეზი- ფატუ ბენსუდას განმარტება
სამართალი - 19:19, 16 Oct, 2015     2023
ჰააგის სასამართლოს პროკურორმა ფატუ ბენსუდამ სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გამართულ პრესკონფერენციაზე 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის გამოძიებაში საერთაშორისო სასამართლოს ჩართვის მიზეზებზე ისაუბრა.

"ეს იმას ნიშნავს, რომ სისხლის სამართლის სასამართლოს შეიძლება ჰქონდეს უფლებამოსილება, რომ ორივე ტიპის დანაშაულები განიხილოს, რადგანაც საქართველოში ამ საქმეებზე ეროვნული შიდა სამართალწარმოება შეჩერებულია. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ბოლო საშუალებაა, რაც ნიშნავს იმას, რომ ის საქმეში ერთვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ეროვნულ ხელისუფლებას არ აქვს სურვილი ან უნარი, რომ შესაძლო დანაშაულები ჭეშმარიტად გამოიძიოს ან ამ ქმედებაზე დევნა აწარმოოს“, - განაცხადა ფატუ ბენსუდამ.

მისი თქმით 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ საქართველოში არსებულ სიტუაციაზე წინასწარი მოკვლევა განხორციელდა, რომლის მიზანია, კონფლიქტის დროს ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე გამოძიება დაიწყოს.

„ბოლო შვიდი წლის განმავლობაში, ჩემმა სამსახურმა შეკრიბა და გულდასმით გააანალიზა სხვადასხვა სანდო წყაროსგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, საქართველოსა და რუსეთის შესაბამისი ორგანოებიდან. ამ დამოუკიდებელი და სრულყოფილი ანალიზის საფუძველზე, სამართლებრივი კრიტერიუმების გათვალისწინებით, მივედი დასკვნამდე, რომ ომის დროს ჩადენილ შესაძლო დანაშაულებზე გამოძიება საჭიროა. გვაქვს უფლებამოსილება, საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერი პიროვნების მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები გამოვიძიოთ. ასევე, გვაქვს უფლება, გამოვიძიოთ და სისხლისსამართლებრივი დევნა ვაწარმოოთ ისეთ დანაშაულებზე, როგორიცაა მკვლელობები, იძულებით გაუჩინარება და ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დევნა, მათი ქონების განადგურება და ძარცვა ჩადენილი სამხრეთ ოსეთის ძალების მიერ, რომელშიც შესაძლოა, მონაწილეობას რუსეთის ძალები იღებდნენ“- განაცხადა პროკურორმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42