მისი ინფორმაციით, "ყაზტრანსგაზ-თბილისის" საკითხზე ყაზახეთისა და საქართველოს ერთობლივი სამუშაო ჯგუფი იმუშავებს.
"იმედია, რომ ნოემბერში ჩვენ მივიღებთ დელეგაციას საქართველოდან და ვისაუბრებთ, თუ როგორ მოვაგვაროთ აღნიშნული საკითხი, რა პრობლემები არსებობს "ყაზტრანსგაზ-თბილისის" მმართველობაში და სხვა. გვსურს, რომ დადებითი შედეგები წლის ბოლომდე მივიღოთ", - განაცხადა დოსაევმა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ კომპანია „ყაზტრანსგაზის“ პრესცენტრის მიერ გავრცელებული განცხადებით ირკვევა, რომ კომპანია ქართულ მხარეს უცხოლი ინვესტორის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ 2009 წელს, "ყაზტრანგაზ-თბილისის" სპეციალური მმართველის დანიშვნის შემდეგ "ყაზტრანგაზი“ "ყაზტრანგაზ-თბილისის" საქმიანობაში ვეღარ მონაწილეობს. კომპანიის განცხადებით, მათ იმედი აქვთ, რომ დავა უახლოეს პერიოდში მოგვარდება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია საინვესტიციო საარბიტრაჟო გარჩევის დაწყებას აპირებს, რომელის მიზანიც "ყაზტრანგაზ-თბილისზე" კონტროლის დაბრუნება და ზარალის ანაზღაურება იქნება, რაც განხორცილებული ინვესტიციების თანხის ოდენობის უტოლდება. კომპანიის თქმით "ყაზტრანსგაზ-თბილისში" ჩადებული ინვესტიცია 130 მილიონ აშშ დოლარს აღწევს.
მასალის გამოყენების პირობები






