როგორც მენაბდემ „ნიუპოსტთან“ განაცხადა, სასამართლომ დაადასტურა იმ კითხვის ნიშნების არსებობა, რომელიც ეროვნულ ბანკისთვის საფინანსო ზედამხედველობის ფუნქციის ჩამორთმევამ გამოიწვია.
„კონსტიტუციის მიხედვით, ფინანსური სექტორის ხელშეწყობა და ზედამხედველობა, არ უნდა აკონტრლოს პარლამენტმა და მმართველმა უმრავლესობამ იმაზე მეტად, ვიდრე ამას კონსტიტუცია უშვებს. ეს კონტროლი ასე ხორციელდება პარლამენტის მიერ. დანიშნული წევრების გათავისუფლება მხოლოდ იმპიჩმენტით არის შესაძლებელი, ანუ მმართველი უმრავლესობა ამ საკითხში არ უნდა ჩაერიოს.
საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო კი მთავრობასთან ერთად აბსოლუტურად გააკონტროლებდა პროცესს, რაც თავისთავად, კონსტიტუციური თვალსაზრისით, არის პრობლემა.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საბანკო ზედამხედველობის სამსახურს მუშაობა დროებით შეუჩერდა.
საქმის წარმოებაში მიღებას პლენუმის ცხრავე მოსამართლემ დაუჭირა მხარი. მუშაობის შეჩერებას კი ხმა 5-მა მოსამართლემ მისცა, ოთხი წინააღმდეგ წავიდა.
სასამართლო შუამდგომლობას განიხილავს, გადაწყვეტილების მიღებამდე კი საბანკო ზედამხედველობის სამსახური არ იმუშავებს.
მასალის გამოყენების პირობები






