ტელეკომპანიიის ინფორმაციით, პროკურატურამ ურთმელიძის დედის წინააღმდეგ საქმე მხოლოდ მას შემდეგ აღძრა, რაც "რუსთავი 2"- ის საქმე მოსამართლე ურთმელიძეს დაეწერა.
საქმე ეხება 2014 წლის 7 იანვარს მომხდარ ფაქტს, როცა ურთმელიძის დედამ, დინარა გიორგობიანმა საკუთარ სიძეს ნაჯახი ჩარტყა.
"რუსთავი 2" - ის ინფორმაციით, მოსამართლის დედას ბრალს რამდენიმე დღეში წაუყენებენ.
როგორც "რუსთავი 2" - მა გაარკვია დავა ურთმელძეებისსა და მათ სიძეს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ვალერი სილაგაძის მეუღლე, ურთმელიძის და დარეჯან ურთმელიძე გარდაიცვალა, ქმარმა კი მოითხოვა, რომ ცოლის ბინა მათი ერთადერთი შვილის სახელზე გაფორმებულიყო, რასაც ურთმელიძეების უარი მოჰყვა.
შელაპარაკება კი 7 იანავრს მამაკაცის დაჭრით დასულდა. საქმეში პოლიცია ჩაერთო, მდინარა გიორგობიანი პოლიციაში გადაიყვანეს. ვალერი სილაგაძე კი საავადმყოფოში.
რუსთავი ორის ცნობით, მოსამართლე ურთმელიძის დედის თაროზე შემოდებული საქმე აქტუალური გამომძიებლებისთვის 2015 წლის ივლისის ბოლოს გახდა, რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე ურთმელიძე რუსთავის 2-ის ქონებას ყადაღას დაადებდა.
მეორედ უკვე სამართალმცველები ქუთაისში მოსამართლის სიძის საცხოვრებელ სახლში სექტემბრში მივიდნენ, სილაგაძე პოლიციაში წაიყვანეს და დაზარალებულად ერთი წლისა და 9 თვის შემდეგ სცნეს. ეს თარიღი რუსთავის 2-ის პარტნიორი ტელეკომპანიის TV საქართველოსთვის ყადაღის დადებას ემთხვევა.
ურთმელიძის დედის ჩასაწერად ცაგერში ჩასულ რუსთავი 2 - ის გადამღებ ჯგუფს მოსამართლის ნათესავებმა მანქანის შეჯახება დაუპირეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.მასალის გამოყენების პირობები






