ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის უკანა სალონში გასროლა განხორციელდა - მოწმე
სამართალი - 17:47, 12 Oct, 2015     3387

ე.წ. „კორტების სპეცოპერაციის“ დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები დაიკითხნენ, კერძოდ, ყოფილი პოლიციელები გიორგი ხიზანიშვილი და ვაჟა ლომიძე.

„გიორგი ხიზანიშვილის ჩვენებით დასტურდება, რომ ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის უკანა სალონში გასროლა განხორციელდა. მისივე ჩვენებით დასტურდება, რომ ვაზაგაშვილის ავტომანქანაში წინა მარჯვენა ფეხის საფენზე და ხელის მუხრუჭთან იარაღები, კერძოდ, პისტოლეტები ნახა. ასევე დასტურდება, რომ მან უშუალოდ დაინახა ლევან ბეროძე , ხოლო ვაზაგაშვილის ავტომანქანის რიგიდან გამოსვლის შემდეგ ბეროძე ასფალტის საფარზე დავარდნილი დაინახა.

დღესვე დაიკითხა ყოფილი პოლიციელი ვაჟა ლომიძე, რომლის ჩვენებითაც დასტურდება, რომ ის სპეცრაზმელებთან ერთად პირველი მივიდა ვაზაგაშვილის ავტომანქანასთან და ვაზაგაშვილის ავტომანქანაში წინა სავარძელში ორი პისტოლეტი დაინახა, მათ შორის ერთი მაკაროვი. ასევე დაინახა ფუთურუძის ავტომანქანიდან გადმოყვანისა და იარაღის დავარდნის ფაქტი. ვაჟა ლომიძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ამ საქმესთან დაკავშირებით ჩვენების მისაცემად ის პროკურატურაში დაიბარეს და მასზე ადგილი ჰქონდა ზეწოლას. კერძოდ, მას უთხრეს, მიეცა გამოძიებისთვის სასურველი ჩვენება, რის შემდეგადაც სამსახურში დაწინაურებას დაპირდნენ. თუმცა, მან აღნიშნული არ გააკეთა და ის ერთი კვირის შემდეგ სამსახურიდან გაათავისუფლეს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ასევე გამოვიკვლიეთ ცააძისა და სინდოიანის ფარული ჩანაწერი, რითაც დასტურდება, რომ სინდოიანზე არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონდა. ცნობისთვის აღნიშნულ ფირზე ასახულია თუ როგორ ჰყვება სინდოიანი ამ საქმესთან დაკავშირებულ დეტალებს და იმას თუ სად უნდა მისულიყვნენ ისინი საყაჩაღოდ,“ - განაცხადა დავით ხაჟალიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42