ევროკავშირმა ახალი 18-კაციანი სია გამოქვეყნა, რომლებიც ტერორისტულ დაჯგუფება ალ–ქაიდასთან კავშირში არიან ეჭვმიტანილები და ამ დროისთვის თურქეთსა ან სირიაში იმყოფებიან. მათგან 6 პირი რუსეთის მოქალაქეა, მათ შორის ერთერთი ახმედ ჩატაევია.
სანქციების თანახმად, სანქციების სიაში მოხვედრილ პირებს ევროკავშირი საბანკო ანგარიშებს გაყინავს და ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში შესვლას უკრძალავს.
გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩატაევი აშშ-მ გლობალურ ტერორისტთა სიაში შეიყვანა. ოფიციალურ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ჩატაევი ე.წ. ხალიფატის, ანუ ისლამური სახელმწიფოს ფუძემდებელი ტერორისტული ორგანიზაციის წევრია. ჩატაევი, რომელიც ბოლო ინფორმაციით, შესაძლოა სირიის ტერიტორიაზე იმყოფებოდეს, ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაკავებულთა შორის ერთ-ერთია.
ახმედ ჩატაევი საპატიმროდან 2012 წელს პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე გათავისუფლდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ახმედ ჩატაევი უდანაშაულოდ 2012 წლის დეკემბერში ცნო.

მასალის გამოყენების პირობები






