საქალაქო სასამართლოს განცხადება თემურ უგულავასა და ბაია დავითაიას სასამართლო დავასთან დაკავშირებით
სამართალი - 19:41, 08 Oct, 2015     4099
თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, ბიზნესმენ თემურ უგულავას ოფიციალური მეუღლის, ბაია (ნანა) დავითაიას სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

„თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა სამოქალაქო სამართალწარმოება ნანა დავითაიას სარჩელზე, მოპასუხე თეიმურაზ უგულავას მიმართ. მხარეთა შორის დავის საგანს არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, ალიმენტის გადახდის დაკისრება, თანამესაკუთრედ აღიარება და ვალდებულების შესრულების დაკისრება წარმოადგენდა.

აღნიშნული დავა, ამჟამად თბილისის სააპელაციო სასამართლოს წარმოებაშია, თუმცა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის თავიდან არიდების მიზნით, სასამართლო განმარტავს, რომ ნანა დავითაიას სასარჩელო მოთხოვნა - ბავშვთან დაკავშირებული მოთხოვნების თაობაზე სრულად დაკმაყოფილდა. კერძოდ, მოსარჩელეს აუნაზღაურდება ქ. ნიუ-იორკში ცხოვრების საფასური (ბინის ქირა, სამედიცინო-საგანმანათლებო დაწესებულების, ძიძის მომსახურების, პირადი მენეჯერის მომსახურების, ენის კერძო მასწავლებლის და კერძო ექიმის მომსახურების საფასური), რამაც ჯამურად შეადგინა 48 263 აშშ დოლარი. ასევე მოპასუხეს დაეკისრა ბავშვის რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიური ალიმენტის გადახდა 10 000 აშშ დოლარის ოდენობით, ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე.

სასამართლომ გაიზიარა გაეროს „ბავშვთა უფლებათა შესახებ“ კონვენციის მე-3 მუხლის დანაწესი, რომ ბავშვის მიმართ ნებისმიერი ქმედების განხორციელებისას უპირველესი ყურადღება ეთმობა მისი ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. ბავშვის საუკეთესო ინტერესები ძირითადი ზრუნვის საგანია. სახელმწიფო იღებს ვალდებულებას მიიღოს ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ზომა, რათა უზრუნველყოფილი იყოს ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის.

სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი გაუთვალისწინებელი ხარჯების 20 000 აშშ დოლარისა და 7 320აშშ დოლარის ოდენობით მოპასუხისათვის დაკისრება, ვინაიდან ვერ იქნა წარმოდგენილი მისი აუცილებლობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, შესაბამისად არ არსებობდა დამატებითი თანხის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. რაც შეეხება ყოფილ მეუღლეებს შორის არსებულ ქონებრივ დავას, მოთხოვნილი ქონების ნაწილზე მხარეთა უფლებებს არეგულირებს და იცავს საქორწინო ხელშეკრულება, რომლის პირობების დარღვევა თ. უგულავას მხრიდან სასამართლომ დადასტურებულად არ მიიჩნია.

სასამართლო იზიარებს საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობით გარანტირებულ ქალთა უფლებებს, თუმცა მართლმსაჯულების განხორციელებისას თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, სასამართლო თანაბარ პირობებში აყენებს მხარეებს, მიუხედავად მათი გენდერული კუთვნილებისა.“- აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42