"თავისუფალი ზონის" წევრებისთვის პატიმრობის შეფარდება შერჩევითი მართლმსაჯულების ეჭვს აჩენს - ომბუდსმენი
სამართალი - 19:30, 07 Oct, 2015     1736

სახალხო დამცველი ქუთაისში, პარლამენტთან გამართული აქციის მონაწილეებისათვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას დაუსაბუთებელის უწოდებს. უჩა ნანუაშვილი სპეციალურ განცხადებაში არნიშნავს, რომ "თავისუფალი ზონის" წევრებისთვის პატიმრობის შეფარდება შერჩევითი მართლმსაჯულების შესახებ ეჭვებს აჩენს.

"ნიუპოსტი" სახალხო დამცველის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"სახალხო დამცველის შეფასებით, ქუთაისში, პარლამენტთან გამართული აქციის მონაწილეებისათვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება დაუსაბუთებელია და აჩენს შერჩევითი მართლმსაჯულების შესახებ ეჭვებს.

გამოხატვის, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნდამენტია. სახელმწიფოს ვალდებულებაა შექმნას ეფექტური მექანიზმები ამ უფლებათა უზრუნველსაყოფად და ყველას მიეცეს აზრის თავისუფლად გამოთქმის შესაძლებლობა.

სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა ასევე, უზრუნველყოს იმ საპროტესტო აქციაში მონაწილე პირთა უსაფრთხოება, რომელიც გამოხატვის თავისუფლების სტანდარტის დაცვით მიმდინარეობს; დაიცვას ძალადობისგან აქციის მონაწილეებიც და პროტესტის ადრესატებიც. ამავე დროს, შეუძლებელია, ძალადობის ნებისმიერი გამოვლინების გამოხატვის თავისუფლებითა თუ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების დაცვით გამართლება. დაუშვებელია, სახელმწიფომ კანონის შესაბამისი კვალიფიკაცია არ მისცეს სამართლებრივი სივრცის მიღმა დარჩენილ ფაქტებს.

ძალადობის ნებისმიერი ფორმით გამოვლენის პროცესში აუცილებელია, სახელმწიფომ გაატაროს ადეკვატური სამართლებრივი ზომები, რომელიც არ იქნება შერჩევითი და ყველა მსგავს შემთხვევაზე საგამოძიებო ორგანოების მოქმედებები, ისევე როგორც დაკისრებული პასუხისმგებლობა, იქნება ერთგვაროვანი. საგამოძიებო ორგანოებთან, უპირველეს ყოვლისა საქართველოს პროკურატურასთან ერთად, პასუხისმგებლობა ეკისრება საერთო სასამართლოებს, რომელიც თითოეულ ფაქტზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს, ადგენს ზღვარს გამოხატვის თავისუფლებასა და ძალადობის გამოვლინებას შორის. პასუხისმგებლობის განსაზღვრა თითოეული შემთხვევისათვის, უნდა ეფუძნებოდეს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებს, რისი მიღწევაც მიღებული გადაწყვეტილების ყოველმხრივი და დამაჯერებელი დასაბუთების გარეშე შეუძლებელია. დასაბუთების ნაკლებობა კი ეჭვის ქვეშ აყენებს სასამართლოს სამართლიანობას.

სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფა დასავლურ ღირებულებებზე ორიენტირებული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ვალდებულებაა. სასამართლოს მიერ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება ადამიანის უფლებების დაცვაზე უარის თქმას ნიშნავს, ხოლო სახელმწიფო, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული არ არის, განწირულია მუდმივი სამართლებრივი კრიზისისა და ეკონომიკური სისუსტისათვის.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 ოქტომბერს განჩინება, რომლითაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ საქართველოს პარლამენტთან გამართული აქციის მონაწილეებს მირიან დეისაძეს, კახაბერ გაბუნიას და ნიკოლოზ ნარსიას, სახალხო დამცველის შეფასებით, ვერ პასუხობს დასაბუთებული გადაწყვეტილების სტანდარტს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, აღკვეთის ღონისძიებისა და მისი კონკრეტული სახის გამოყენების საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნებას, მის საქმიანობას, ასაკს, ჯანმრთელობას, ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურებას, ადრე შეფარდებული რომელიმე აღკვეთის ღონისძიების დარღვევის ფაქტს და სხვა გარემოებებს.

სასამართლოს ზემოხსენებული განჩინება არ შეიცავს მსჯელობას ამ საკითხებთან დაკავშირებით. განჩინების თანახმად, სასამართლო ეთანხმება ბრალდების მხარის არგუმენტს, რომ მოსალოდნელია ახალი დანაშაულის ჩადენა, თუმცა, აღნიშნული არგუმენტი გამყარებულია ბრალდებულთა მიერ წარსულში ჩადენილი ადმინისტრაციული გადაცდომებით, რაც თავისთავად არ წამოადგენს არც დანაშაულს და არც დანაშაულის ჩადენის წინაპირობას. აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების დასასაბუთებლად, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ბრალდების დადასტურების შიში გაუჩენს ბრალდებულებს მიმალვის სურვილს. ბუნებრივია, მსგავსი მოტივით პატიმრობის შეფარდება ყოველგვარ აზრს უკარგავს სხვა სახის აღკვეთის ღონისძიების არსებობასაც კი. ამგვარი მიდგომით ნებისმიერი პირის მიმართ ბრალის წაყენება პატიმრობის შეფარდების ავტომატური საფუძველი ხდება, რაც ადამიანის უფლებების ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს.

მნიშვნელოვანია, რომ ბოლო წლებში მომხდარი იდენტური შემთხვევების დროს, მათ შორის საქართველოს პარლამენტის წევრების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე, რომლებიც დეტალურადაა განხილული სახალხო დამცველის 2012, 2013 და 2014 წლების საპარლამენტო ანგარიშებში, აქციის მონაწილეთა მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით ბრალის წაყენების შემთხვევები ფიქსირდება, თუმცა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გამოყენებული როგორც წესი, არ ყოფილა. აღნიშნული კი აჩენს შერჩევითი მართლმსაჯულების ეჭვს და არ აძლიერებს ნდობას საქართველოს პროკურატურისა და მართლმსაჯულების სისტემის მიმართ.

საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ გამოხატავს სასამართლო ხელისუფლებისადმი სრულ პატივისცემას, მის საქმიანობაში ჩაურევლობის მნიშვნელობას. ამასთან, სახალხო დამცველს აუცილებლად მიაჩნია, რომ სასამართლოს განჩინება, რომლითაც იზღუდება პირის თავისუფლება, იყოს სანიმუშოდ დასაბუთებული, არ აჩენდეს პასუხგაუცემელ კითხვებს და შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს სტანდარტს"- აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42