თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯანაშია-სააკაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიამრთა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო დაცვის სამსახურის ყოფილ უფროსს თემურ ჯანაშიას თავისუფალი მიმოსვლის უფლება მიეცა.
სასამართლომ სახელმწიფო დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსის გირაო და ქონებაზე ყადაღა ძალაში დატოვა. პროცესი 21 ოქტომბერს გაგრძელდება.
შეგახსენებთ, საქმე ეხება 8 მილიონი ლარის გაფლანგვის ბრალდებას და ამ საქმის ერთ-ერთი ეპიზოდია პრეზიდენტისთვის პიჯაკების შეძენის საკითხი.
შეგახსენებთ, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ფაქტზე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას ბრალდებულის სახით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილება გამოიტანა.
მასალის გამოყენების პირობები






