დისციპლინური გადაცდომის გამო გამომძიებელი სამსახურიდან დაითხოვეს - შსს-ს განცხადება
სამართალი - 15:01, 07 Oct, 2015     3847

შინაგან საქმეთა სამინისტროში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის ზვიად ქედელიძესთან დაკავშირებით გივი თარაგამძის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურებიან.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს განვმარტოთ: 2015 წლის 5 სექტემბერს ქ.ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. დაზიანდა 2 ავტომანქანა, რომელთაგან ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს მფლობელობაში იყო. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები განახორციელეს. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად დაჯარიმდა შსს-ს კუთვნილი ავტომანქანის მძღოლი ი. ანანიძე (როგორც შემთხვევის მონაწილეებმა განაცხადეს, საჭეს სწორედ აღნიშნული პირი მართავდა).

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევისას შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის დასავლეთის რეგიონული განყოფილების უფროსი გამომძიებლის - ზ.ქედელიძის მხრიდან ადგილი ჰქონდა დისციპლინურ გადაცდომას. სამსახურებრივი შემოწმების შედეგად, დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, (რაც გულისხმობს მოსამსახურისათვის შეუფერებელ ქმედებას, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს), 2015 წლის 2 ოქტომბრის ბრძანებით, ზ.ქედელიძე დათხოვნილი იქნა პოლიციის რიგებიდან. საყვედურის სახით დისციპლინური სახდელი დაეკისრათ პოლიციის თანამშრომლებს: შსს-ს კრიმინალური პოლიციის დასავლეთის რეგიონული განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელ ი.ანანიძეს და პატრულ-ინსპექტორ ბ.გოგიბერიძეს.

შსს კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აცხადებს, რომ ბათუმში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, გენერალური ინსპექციის რეაგირება იყო მყისიერი და ადეკვატური. შსს მოუწოდებს ცალკეული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებსა და დაინტერესებულ პირებს, სხვადასხვა მედიასაშუალებით ინფორმაციის გავრცელებამდე, გადაამოწმონ ფაქტები შესაბამის უწყებაში, რათა არ მოხდეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა დეზინფორმაციის გავრცელების გზით“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42