დღეს 13.00-ზე სასტურო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართება ბაია (ნანა) დავითაიას ადვოკატების გიორგი სარაჯიშვილის, თამარ ლაკერბაიას, დავით ერისთავის და ქალთა უფლებების დამცველების ლიკა ნადარაიას (გაეროს ქალთა კომიტეტში საქართველოს წარმომადგენელი) და ანა აბაშიძის, ანა არგანაშვილისა (არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანთა უფლებებისათვის“) ერთობლივი პრეს-კონფერენცია.
საქმე ეხება სასამართლო დავას, რომელიც მიმდინარეობს ბაია (ნანა) დავითაიასა და ბიზნესმენ თემურ უგულავას შორის, რომლებიც 2002 წლიდან იმყოფებიან ქორწინებაში.
ეს დავა ცდება საოჯახო დავას, რადგან იგი ქმნის სახიფათო პრეცენდენტს ქართულ მართლმსაჯულებაში და ასევე უხეშად არღვევს ქალთა უფლებებს.
სამოქალაქო სასამართლომ ბაია დავითაიას სასარგებლოდ არ დააკმაყოფილა არცერთი მისი სასარჩელო მოთხოვნა. მოსამართლე გიორგი ებანოიძემ გადაწყვიტა, რომ ქორწინების პერიოდში შექმნილი, შეძენილი და ღირებულება-გაზრდილი ქონებიდან ბაია დავითაიას არაფერი არ ეკუთვნის, რაც მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევაა.
აღნიშნული გადაწყვეტილება არის ქალის პირდაპირი დისკრიმინაცია, ქვეყანაში არსებული სამართლებრივი ნორმის განხორციელების შეზღუდვა სქესის ნიშნით. მოსამართლის აშკარად გამოხატულად მიკერძოებული, არაობიექტური და დისკრიმინაციული მიდგომით ბაია დავითაია გამოთქვამს ეჭვს, რომ ადგილი ჰქონდა მოსამართლესთან კორუფციულ გარიგებას. იმედია, სასამართლო ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები სათანადო რეაგირებას მოახდენენ აღნიშნულ საკითხზე და მომავალში გამორიცხავენ მსგავს ფაქტებს.
საქმე ამჟამად სააპელაციო სასამართლოშია.
მასალის გამოყენების პირობები






