7 ნოემბრის საქმეს მოსამართლეთა ახალი კოლეგია განიხილავს. დღევანდელ სხდომაზე დაკმაყოფილდა დაცვის მხარის შუამდგომლობა მოსამართლე ლილი მსხილაძის აცილებასთან დაკავშირებით.
“დღეს ამ პოროცესზე გათამაშდა ერთგვარი შოუ. შოუ, რომელიც მიმართული იყო მოსამართლის და სასამართლო ხელისუფლების შეურაცხყოფასა და უპატივცემულობისაკენ. ღნიშნულთან დაკავშირებით მივმართავ სათანადო ორგანოებს, რათა რეაგირება მოახდინონ იმ ფაქტზე, რაც ამ სასამართლო სხდომაზე მოხდა“, - განაცხადა მოსამართლე ლილი მსხილაძემ.
დღევანდელ პროცესზე მოსამართლის აცილების მიზეზად ადვოკატებმა ის ფაქტი დაასახელეს, რომ მსხილაძე 7 ნოემბრის მოვლენების დროს სახალხო დამცველის აპარატში მუშაობდა და მაშინდელ მოვლენებზე დასკვნა სწორედ მან მოამზადა. მათ კადრებიც აჩვენეს, სადაც ჩანს, რომ მოსამართლე ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს აკრიტიკებს.
როგორც დაცვის მხარე ამბობს ლილი მსხილაძე საქმეში დაინტერესებული პირია და მისი გადაწყვეტილება ობიექტური ვერ იქნება.
მასალის გამოყენების პირობები






