ე.წ. 7 ნოემბრის და „იმედში“ შეჭრის საქმეზე დაცვის მხარე მოსამართლე ლილი მსხილაძის აცილებას ითხოვს.
ამის მიზეზად ადვოკატებმა ის ფაქტი დაასახელეს, რომ მსხილაძე 7 ნოემბრის მოვლენების დროს სახალხო დამცველის აპარატში მუშაობდა და მაშინდელ მოვლენებზე დასკვნა სწორედ მან მოამზადა. მათ კადრებიც აჩვენეს, სადაც ჩანს, რომ მოსამართლე ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს აკრიტიკებს.
როგორც დაცვის მხარე ამბობს ლილი მსხილაძე საქმეში დაინტერესებული პირია და მისი გადაწყვეტილება ობიექტური ვერ იქნება.
„იცით, რომ ლილი მსხილაძე სახალხო დამცველის აპარატში იყო. ის იყო ომბუდსმენის მრჩევლის პოზიციაზე. ამ დროს სახალხო დამცველი იყო სოზარ სუბარი. დღეს ის არის დევნილთა მინისტრი. შესაბამისად, ამ ორ ადამიანს შორის არსებობს ახლო კოლეგიალური ურთიერთობა. მიკერძოებულობის შესახებ ეჭვის საფუძველს ასევე იძლევა ის, რომ იგი არაერთხელ იყო მიწვეული ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, სადაც ლილი მსხილაძემ გააკეთა კრიტიკული განცხადებები საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების შესახებ“, - განაცხადა ადვოკატმა ოთარ კახიძე.
მასალის გამოყენების პირობები






