სკანერით დათვალიერების შედეგად აღმოაჩინეს მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები XANAX- 30 აბი (alprazolam-ის შემცველობით) და ZALDIAR -14 აბი (tramadol-ის შემცველობით) 1 ოქტომბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სარფი“. აკრძალული მედიკამენტები საქართველოს მოქალაქე ნ. ჯ.-ის კუთვნილ ხელბარგში იყო დამალული. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა გონიოს კრიმინალური პოლიციის განყოფილებას.
იმავე დღეს,სგპ „ბათუმის აეროპორტში“ რეისით სტამბოლი-ბათუმი ჩამოფრინდა ბოსნიის მოქალაქე ს.მ., რომლის კუთვნილი ბარგის ეჭვის საფუძველზე ასევე სკანერით დათვალიერების შედეგად აღმოჩენილ იქნა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები, კერძოდ: CAFFEBOL (KODEIN-ის შემცველობით) – 60 აბი და DEFRINOL (PSEUDOEFEDRIN-ის შემცველობით) -91 აბი. საქმე შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცა შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარ სამმართველოს.
მასალის გამოყენების პირობები






