შსს-ს მოქმედი თანამშრომლები, რომლებიც უნდა დაიკითხონ, იმალებიან - "კორტების საქმის" ადვოკატი
სამართალი - 17:29, 05 Oct, 2015     1905

"ე.წ. „კორტების სპეცოპერაციის“ დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებული ირაკლი ფირცხალავა დაიკითხა, რომელმაც სასამართლოს ინფორმაცია მხოლოდ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშრებით მიაწოდა“,- ამის შესახებ ჟურნალისტებს დაცვის მხარის ადვოკატმა დავით ხაჟალიამ განუცხადა.

„დღეს დაიკითხა ირაკლი ფირცხალავა, რომელმაც დაადასტურა, რომ ამ პირთა მიმართ ჩვეულებრივი დაკავების ოპერაცია მიმდინარეობდა, რომლის მსგავსაც კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი არაერთს ატარებდა. უშუალოდ ეპიცენტრში რა ხდებოდა ფირცხალავამ ვერ დაინახა და არ იცის. იმ ადგილიდან, სადაც სროლები იყო, ის დაახლოებით 40 მეტრის დაშორებით იყო. ფირცხალავას არ უსაუბრია ვიღაცის მონაყოლთან დაკავშირებით, მან ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა დაინახა მან.

დაცვის მხარე სასამართლოში მოწმეთა მოყვანასთან დაკავშირებით პრობლემის წინაშე დადგა. კერძოდ, იმ მოწმეებთან დაკავშირებით, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლები არიან. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვქონდა მცდელობა ჩაგვებარებინა სასამართოს უწყისები ამ პირებისთვის, ისინი ან დაიმალნენ, ან საერთოდ გამორთეს მობილური ტელეფონები, ან სახლშიც არავინ დაგვხვდა. გამომდინარე აქედან, ჩვენ სასამართოზე დავაფიქსირეთ, რომ თუ ჩვენ, ვერ მოვახერხეთ იმ მოწმეთა წარდგენა-დაკითხვა, რომლებიც შეყვანილნი არიან, როგორც ბრალდების ასევე დაცვის მხარის მოწმეთა ნუსხაში, ვთხოვეთ სასამართლოს თვითონ გააკეთოს დასკვნები“, - განაცხადა დავით ხაჟალიამ





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42