საქალაქო სასამართლოში ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ირაკლი ფირცხალავა დაიკითხა.
მან პროკურატურის ყველა ბრალდება უარყო და განმარტა, რომ გასროლა პირველად ზურა ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილიდან მოხდა.
კრიმინალური პოლიციის ყოფილმა უფროსმა სპეცოპერაციის დეტალები გაიხსენა.
„დაიწყო სროლა ეგრევე და გაისმა მანქანის დაჯახების ხმა. ზუსტად იმ ადგილას, სადაც ეს მანქანა შეჩერდა, იმ ადგილას იყო ბოლი... ვერ ვხედავდი - რა ხდებოდა. რაციაში მოვასწარი დაძახება, რომ ვაკავებთ და აცადეთ სპეცნაზსთქო. ეს მანქანა რაღაცნაირად გასწორდა მანევრის მერე და ხიდისკენ გაექანა. უკვე ნელნელა აჩქარდა, ბორდიურზე ავარდა და ძლიერად შეეჯახა შუქნიშნის ბოძს. მირბენის დროს გამოაღო კარები, საიდანაც მესამე ადამიანი ვინც უკან იჯდა, ის გადმოიყვანა მანქანიდან, რომელსაც გაუვარდა ცეცხლსასროლი იარაღი მაკაროვის სისტემის იარაღი. ეს ადამიანი აღმოჩნდა ბუბა ფუთურიძე, ერთიდაიგივეს იმეორებდა - „მაპატიეთ“... მეტი არაფერი უთქვამს", - განაცხადა ფირცხალავამ.
მასალის გამოყენების პირობები






