ყოფილი პრემიერ-მინისტრის დისშვილი, რომელიც ტელეკომპანია, "რუსთავი 2- მა" ე.წ ნარუშილოვკის გამოყენებაში ამხილა სატელევიზიო განმარტებას არ აკეთებს.
კახა კობიაშვილმა, "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ პატრულ-ინსპექტორ გიორგი ბაბუნაშვილის მიერ გავრცელებული კადრები არ უნახავს.
კადრებზე სადაც კობიაშვილი ჩანს, ოლიგარქის ნათესავი აცხადებს, რომ თეთრმაისურებიანი კაცი მას უბრალოდ ჰგავს.
"კურიერის" ინფორმაციით, კი დარღვევის უფლების მიმნიჭებელი საშვებით. ბიძინა ივანიშვილის ნათესავიც სარგებლობდა.
ტელეკომპანიის ხელთ არსებულ კადრებში ჩანს თუ როგორ აჩერებს პოილიცია ბიძინა ივანიშვილის დისშვილს, კახა კობიაშვილს, რომელიც მას დარღვევის ბარათს აწვდის. ვიდეოჩანაწერიდან ირკვევა, რომ ბიზნესმენ კობიაშვილს სამართალდამცველები საჭესთან მობილურის გამოყენების გამო და ღვედის არშეკვრის გამო აჩერებენ.
მასალის გამოყენების პირობები






