საქალაქო სასამართლოს განცხადება "ტელეკომპანია საქართველოსთვის" ყადაღის დადების თაობაზე
სამართალი - 20:59, 01 Oct, 2015     2101

თბილისის საქალაქო სასამართლო "ტელეკომპანია საქართველოსთვის" ყადაღის დადებისასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ:

"მხარეებს შორის დავის საგანს ინტელექტუალური საკუთრება, საავტორო და მომიჯნავე უფლებების რეალიზება, სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის ბათილობა, ინტელექტუალური საკუთრების, საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევისა და ზემოაღნიშნული სხვა უფლებების უგულვებელყოფის გამო ზიანის ანაზღაურება წარმოადგენს. აღნიშნულ საქმეზე მოსამზადებელი სხდომა 2015 წლის 2 ოქტომბერს 12 საათზე გაიმართება.

მოსარჩელემ სასამართლოს მომართა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების განცხადებით, რომელიც საქმის წარმოების წესის თანახმად, საქმის განხმხილველმა მოსამართლემ განიხილა. 2015 წლის 30 სექტემბერის განჩინებით, სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოსარჩელეთა მოთხოვნა. კერძოდ, ყადაღა დაედო შპს ”ტელეკომპანია საქართველოს” პარტნიორების წილებს: ლევან ყარამანიშვილის 60% წილსა და გიორგი ყარამანიშვილის 40% წილს; შპს ”ტელეკომპანია საქართველოს” ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებსა და პარტნიორებს: ლევან და გიორგი ყარამანიშვილს დავის საბოლოო დასრულებამდე აეკრძალათ შემდეგი უფლებამოსილებები: საზოგადოების სახელზე არსებული ქონების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა; საზოგადოების წესდებაში ცვლილებების შეტანა; საზოგადოების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია; საწარმოს სახელწოდების შეცვლა; საწარმოს სამართლებრივი ფორმის შეცვლა; საწარმოს გადაწყვეტილების მიღების წესის შეცვლა; პარტნიორებისა და დირექტორისათვის (დირექტორატისათვის) საწარმოს მართვისა და ხელმძღვანელობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება; პარტნიორებისა და დირექტორისათვის (დირექტორატისათვის) ან მათი წარმომადგენლებისათვის მარეგისტრირებელ ორგანოში სარეგისტრაციო განაცხადის წარდგენა.

სასამართლოს განჩინებით, არ დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა მოთხოვნა შპს „ტელეკომპანია საქართველოს“, ლევან ყარამანიშვილის, გიორგი ყარამანიშვილისა და ნინო ნიჟარაძის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების თაობაზე.

სასამართლო განმარტავს, რომ ყადაღის დადება არ ნიშნავს სარჩელის დაკმაყოფილებას. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი საქართველოს კანონმდებლობაში დანერგილია განვითარებული ევროპული ქვეყნების საკანონმდებლო პრაქტიკის გათვალისწინებით. მსგავსი შინაარის განცხადებებს სასამართლო განიხილავს ყოველდღიურად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ იხილება მისი შემოტანიდან 1 დღის ვადაში, მოპასუხისათვის შეუტყობინებლად. სარჩელის უზრუნველყოფის მიზანია ქონების მოსალოდნელი გასხვისების თავიდან აცილება, რათა სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში არ გაძნელდეს გადაწყვეტილების აღსრულება. სწორედ ამიტომ, კანონი ადგენს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება უნდა მოხდეს მოპასუხისთვის შეუტყობინებლად. სარჩელის უზრუნელყოფის მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ დავის მატერიალური ობიექტის შენარჩუნების გზით სასამართლო გადაწყვეტილება მომავალში აღსრულებადი გახდეს.

სასამართლოს განჩინება, რომელიც ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას, შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში განჩინების ასლის მხარისათვის გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

სასამართლოს დასაბუთებული განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, მოპასუხე მხარეს ჯერ არ ჩაბარებია, განჩინების გასაჩივრების ვადები ძალაშია და არ არის ამოწურული სამართლებრივი მექანიზმები. სასამართლო მოუწოდებს მხარეებს დარჩნენ სამართლებრივ სივრცეში და თავი შეიკავონ მცდარი და დეზინფორმაციული განცხადებებისაგან.

თბილისის საქალაქო სასამართლო გმობს პირდაპირ ეთერში მოსამართლის მიმართ გაჟღერებულ მუქარისა და ზეწოლის შემცველ განცხადებებს. სასამართლო მოპასუხე მხარის წარმომადგენლის განცხადებებს მიიჩნევს პირდაპირ ზეწოლად მოსამართლეზე და მართლმსაჯულების განხორციელებაზე ხელის შეშლის მცდელობად. სასამართლო პროცესები ღიაა და საჯარო. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მათ შორის დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საშუალება აქვთ თვალყური ადევნონ სასამართლო სხდომების მიმდინარეობას. სასამართლოში საქმისწარმოება შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპის სრული დაცვით ხორციელდება", - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42