თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე შესაძლოა პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარონ. ცნობილია, რომ აუდიტის სამსახურმა საკრებულოს შემოწმება ცოტა ხნის წინ დაასრულა და შედეგები პროკურატურაში გადააგზავნა. საქმე ეხება გამარტივებულ შესყიდვებს და ტენდერებს.
საუბარია დაახლოებით 140 ტრანზაქციაზე, რომელიც თბილისის საკრებულომ განახორციელა და საიდანაც შესყიდვების დაახლოებით 70 პროცენტი გამარტივებული წესით ჩატარდა. ტენდერებში მონაწილეობას მხოლოდ ერთი პირი იღებდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ ბრიფინგი გამართა.
დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს უმრავლესობის ლიდერი თბილისის საკრებულოს 2012-2014 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშს გამოეხმაურა და აღნიშნული დასკვნის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატების მისამართით აგორებული მიზანმიმართული ცილისმწამებლური კამპანია უწოდა.
მასალის გამოყენების პირობები






